ბაგრირი
|
| |
| რიგითობა | დესერტი |
|---|---|
| წარმოშობის ადგილი | ალჟირი, მაროკო და ტუნისი |
| ტემპერატურა სერვირების დროს | თბილი |
| მთავარი ინგრედიენტები |
ფქვილი |
| ვარიაციები | თაფლით, კარაქით ან მურაბით |
ბაგრირი (არაბ. البغرير) — მაჭკატის ტიპი, რომელიც დამახასიათებელია ალჟირის,[1] მაროკოსა და ტუნისისთვის.[2] ეს დესერტი წარმოადგენს პატარა, რბილ, ბრტყელ გამომცხვარ ცომს და მზადდება სემოლინით ან ფქვილით; შესაძლოა ჰქონდეს საწებლის შეწოვისთვის განკუთვნილი პატარა ნახვრეტებიც. ალჟირსა და მაროკოში ბაგრირს ყველაზე ხშირად თაფლსა და კარაქში ავლებენ,[3] თუმცა ზოგჯერ მას ჭრიან და მურაბასთან ერთად მიირთმევენ. იგი პოპულარობით სარგებლობს რამადანის დროს.[4][5]
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ ტიპის მაჭკატი სხვადასხვა სახელწოდებით არის ცნობილი სხვადასხვა რეგიონში.[6][7][8] ეს ლექსიკური მრავალფეროვნება რეცეპტის სიძველეზე მიუთითებს. რაც შეეხება სიტყვას „ბაგრირი“, ლექსიკოლოგი მოჰამედ სბიჰი თავის „მუ'ჯამში“ წერს, რომ კლასიკური არაბული ლექსიკონის მიხედვით „ბაგირი“ არის ის, ვინც სვამს, მაგრამ წყურვილს ვერ იკლავს და ხშირ შემთხვევაში ამ ფრაზას ცხოველის აღსაწერად იყენებენ. ეს სიტყვა დესერტის ღრუბლის მსგავს სტრუქტურასთან ასოცირდება, რადგან ხვრელები აქვს და სხვადასხვა სითხესა თუ საწებელს მარტივად იწოვს.[9]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Berber, Casey. (May 27, 2019) Breakfast food around the world. ციტირების თარიღი: September 18, 2019
- ↑ Bouksani, Louisa (1989). Gastronomie Algérienne. Alger, Ed. Jefal. p. 173.
- ↑ Oubahli, Mohamed (2008). „Le banquet d'Ibn 'Ali Masfiwi, lexique, notes et commentaires. Approche historique et anthropologique“. Horizons Maghrébins - le droit à la mémoire. 59 (1): 123. doi:10.3406/horma.2008.2682.
- ↑ Ken Albala (2011). Food Cultures of the World Encyclopedia. ABC-CLIO, გვ. 3. ISBN 978-0-313-37626-9.
- ↑ Moroccan Baghrir (September 18, 2019).
- ↑ Amelie Marie Goichon (2017-05-05). La Vie Feminine Au Mzab Tome 01.
- ↑ Hadjiat, Salima (1983). La cuisine d'Algérie = [Fann al-ṭabkh fī al-Jazāʼir]. [Privas]: Publisud. ISBN 2-86600-056-0. OCLC 11261743.
- ↑ Bouayed, Fatima-Zohra (1983). La cuisine algérienne. Paris: Messidor/Temps actuels. ISBN 2-201-01648-8. OCLC 11290460.
- ↑ Oubahli, Mohamed (2008). „Le banquet d'Ibn 'Ali Masfiwi, lexique, notes et commentaires. Approche historique et anthropologique“. Horizons Maghrébins - le droit à la mémoire. 59 (1): 114–145. doi:10.3406/horma.2008.2682.