ბაგრატ სოლოღაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაგრატ სოლოღაშვილი — XVII— XVIII საუკუნეების ქართველი მწიგნობარი, მთარგმნელი. მოღვაწეობდა მოსკოვში, არჩილ II-ის კარზე, სადაც 1692-1706 წლებში ბერძნულიდან ქართულ ენაზე გადმოიღო „ხრონოღრაფი“ ანუ მსოფლიო ისტორია დასაბამიდან კონსტანტინოპოლის დაცემამდე (1453-მდე). 1706 წელს არჩილ მეფემ ბაგრატ სოლოღაშვილი გაგზავნა შვედებთან ომში ტყვედ ჩავარდნილ ბატონიშვილ ალექსანდრესთან სტოკჰოლმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]