ბაგრატ მამფალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ბაგრატიონების გვარის გენეალოგიური ხე ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით

ბაგრატ მამფალი (გ. 911) — ძე სუმბატ არტანუჯელისა, ანთიპატისა. დარჩა ძეები: აშოტ, დავით ერისთავთ-ერისთავი, ადარნასე (ბერობაში ბასილი) და გურგენ ერისთავი.

საისტორიო წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატა
„და გარდაიცვალა ბაგრატ მამფალი არტანუჯელი ძე სუმბატისი ქრონიკონსა რ~კ~თ, თუესა აპრილსა :კ: დღესა აღვსებასა, და დაუტევნა ძენი ოთხნი: ადარნასე, რომელი-იგი მონაზონ იქმნა და ბასილი სახელ-იდვა, გურგენ ერის-თავი, აშოტ და დავით.“
(ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა)

ვახუშტი ბატონიშვილის გენეალოგიური ხის მიხედვით ბაგრატ მამფალი გარდაიცვალა 909 წელს.

ე. თაყაიშვილის მიერ გამოცემული „სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ“ გვეუბნება: „§ 53. და გარდაიცვალა ბაგრატ მამფალი არტანუჯელი, ძე სუმბატისა, ქორანიკონსა რკთ (═129, ე. ი. 909), თუესა აპრილსა კ (═20), დღესა აღვსებისა, და დაუტევნა ძენი ოთხნი: ადარნასე, რომელი იგი მონაზონ იქმნა და ბასილი სახელ ედვა მას, გურგენ ერისთავი, აშოტ და დავით.[1]

მატიანეს მიხედვით ბაგრატ მამფალი გარდაიცვალა რ~კ~თ (129) ქორონიკონს, „კ“ (20) აპრილს, აღვსება (აღდგომა) დღეს.

  • აღდგომა დღე ძვ. სტ. 20 აპრილს იყო: 895, 900, 979 წლებში.
  • აღდგომა დღე ძვ. სტ. 21 აპრილს იყო: 827, 911, 922 წლებში.

საისტორიო წყაროებში მოხსენიებული დღეები და წლები წარმოდგენილია ძველი აღიცხვის წესით, რაც ასტრონომიული კალენდრის მიხედვით 1-ით მეტს ნიშნავს. მაშასადამე ასტრონომიული კალენდრის შესაბამისად, ისტორიული 20 აპრილი ექვივალენტურია ასტრონომიული 21 აპრილის, რაც სააღდგომო გამოთვლებით შეესაბამება ასტრონომიულ 911 წელს, ხოლო ისტორიული გაანგარიშებით ის 910 წელია. იქედან გამომდიანარე რომ ქორინიკონი 1 იანვარს არ იწყებოდა, არამედ რამდენიმე თვის დაგვიანებით, შესაბამისად პერიოდი 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით წარმოადგენდა ორი ქორონიკონის ნაწილს (ერთის ბოლოს და მეორის დასაწყისს).

ბაგრატ მამფალი, გარდაიცვალა ასტრონომიული კალენდრით 911 წლის 21 აპრილს, აღდგომა დღეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით სუმბატის ძის ქრონიკა, „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ ტექსტი გამოსცა შესავლით, შენიშვნებით და ორი გენეალოგიური ტაბულით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილმა წევრმა ე. თაყაიშვილმა. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1949. გვერდი: 65.