დიმიტრი ბაგრატიონი (პოეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბაგრატიონი, დიმიტრი გიორგის ძე)
ტერმინს „ბაგრატიონი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბაგრატიონი.
დიმიტრი ბაგრატიონი
დაბადების თარიღი 1746
გარდაცვალების თარიღი 1826
საქმიანობა პოეტი და მთარგმნელი

დიმიტრი გიორგის ძე ბაგრატიონი (დ. 1746 ― გ. 1826) — ქართველი პოეტი, მთარგმნელი. ბაგრატიონთა ქართლის შტოს შთამომავალი.

მონაწილეობდა ერეკლე II-ის ცენტრალისტური პოლიტიკით უკმაყოფილო თავადთა შეთქმულებაში, რის გამოც მამულები ჩამოართვეს და საქართველოდან გააძევეს. ცხოვრობდა მოსკოვში, განწესდა სამხედრო სამსახურში, მიიღო კაპიტნის წოდება. ზოგიერთი ცნობით, მონაწილეობდა რუსეთის 1812 სამამულო ომში. ბაგრატიონს ეკუთვნის თეიმურაზ I-ის თხზულების მობაძვით დაწერილი „წამება ქეთევან დედოფლისა“ (დაიბეჭდა პეტერბურგში,1819; ძველი ქართულ ლიტერატურაში ბაგრატიონი პირველი პოეტია, რომლის ნაწარმოები ავტორის სიცოცხლეშივე გამოქვეყნდა); პროზაული თხზულება „ღამის ალერსი“; ლექსები „ჩემო მთვარეო“, „ნანა“, „სულის ყვავილი“; გალექსილი „შესაქმე“ და სხვ. ბაგრატიონის შემოქმედებაში გამოვლინდა ე. წ. აღორძინების ხანის ქართული მწერლობისათვის დამახასიათებელი სოფლის მდურვის მოტივი, რომელსაც საფუძვლად სამშობლოსაგან მოშორება და პოლიტიკური მიზნების კრახი ედო. პოეტმა თავისი თხზულებები გააერთიანა კრებულში „დიმიტრიანი“. ბაგრატიონი ქართული ანდაზების პირველი შემკრებია; თარგმნა რუსულიდან სამოელ რაბინის „ოქროს აღნაქვსი“ და „ისტორია დაწყებისა განხეთქილებისა შორის ბერძენთა და რომაელთა გამოსცლისათვის სულისა წმიდისა“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958;
  • ნაკაშიძე რ., დიმიტრი ბაგრატიონი, „მაცნე“,1967, № 3;
  • რუხაძე ტ., ძველი ქართული ლირიკის ისტორიიდან, თბ., 1954;