ივანე ბაგრამიანი
ჰოვანეს ხაჩატური ბაღრამიანი (სომხ. Հովհաննես Խաչատուրի Բաղրամյան; რუსიფიცირებული ვერსია: Иван Христофорович Баграмян ივანე ქრისტეფორეს ძე ბაგრამიანი) (დ. 2 დეკემბერი [ძვ. სტ. 20 ნოემბერი], 1897, განჯა, ელისავეტპოლის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ 21 სექტემბერი, 1982, მოსკოვი, სსრკ) — სომეხი საბჭოთა სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, საბჭოთა კავშირის მარშალი (11.03.1955), საბჭოთა კავშირის გმირი (29.07.1944), სკკპ-ის წევრი 1941 წლიდან. სკკპ ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატი (1952) სკკპ ცკ-ის წევრი, სსრკ II-IX მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1961-დან)
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1915 წელს დაიწყო სამსახური დაიწყო რუსეთის იმპერიის არმიაში. 1917 წელს დაამთავრა პრაპორშჩიკების სკოლა. 1920 წელს მოხალისედ წავიდა წითელ არმიაში. მონაწილეობდა რუსეთის სამოქალაქო ომში. 1934 წელს დაამთავრა ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია, ხოლო 1938 წელს გენშტაბის აკადემია. 1940 წელს დაინიშნა არმიისა და ოლქის შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსად. 1941 წელს გადაყვანილ იქნა სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 1942 წლის ივლისიდან სარდლობდა არმიას. 1943 წლის ნოემბერში დაინიშნა ბალტიისპირეთის I ფრონტის ჯარების სარდლად. 1945 წლის აპრილში დაინიშნა ბელორუსიის III ფრონტის ჯარების სარდლად. 1954 წლიდან იყო სსრკ-ის თავდაცვის სამინისტროს მთავარი ინსპექტორი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 1956-1958 წლებში იყო გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის უფროსი. 1958 წლიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილე და შეიარაღებული ძალების ზურგის უფროსი. 1968 წლიდან იყო გენერალ-ინსპექტორთა ჯგუფის გენერალ-ინსპექტორი.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საბჭოთა ჯილდოები
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 127.
- Erickson, John. The Road to Stalingrad: Stalin's War with Germany, Volume One. New Haven, Connecticut: Yale University Press, 1999.
- Erickson, John. The Road to Berlin: Stalin's War with Germany, Volume Two. New Haven, Connecticut: Yale University Press, 1999.
- Grigorenko, Pyotr. Memoirs. New York: W. W. Norton, 1982.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ TracesOfWar
- ↑ Munzinger Personen
- დაბადებული 2 დეკემბერი
- დაბადებული 1897
- გარდაცვლილი 21 სექტემბერი
- გარდაცვლილი 1982
- მოსკოვში გარდაცვლილები
- საბჭოთა კავშირის მარშლები
- საბჭოთა კავშირის გმირები
- ფრუნზეს სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულები
- დიდი სამამულო ომის ფრონტების სარდლები
- აზერბაიჯანში დაბადებულები
- სომეხი სამხედრო მოღვაწეები
- სსრკ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის VI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის VII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის მედლით დაჯილდოებულები