ბაგაევსკაიის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაგაევსკაიის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
Багаевская церковь Николая Чудотворца.jpg
ბაგაევსკაიის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ბაგაევსკაია
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 2008-2009

ბაგაევსკაიის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუს. Церковь Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ეკლესია ბაგაევის რაიონის სტანიცა ბაგაევსკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას. აგებულია 2008-200 წლებში.

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ბაგაევის რაიონი, სტანიცა ბაგაევსკაია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Images.png გარე სურათები
Image-silk.png ეკლესია 2009 წელს


XVIII საუკუნის დასაწყისში სტანიცის ტერიტორიაზე დაარსდა ხის სამლოცველო, რომელიც შეცვალა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობის ასევე ხის ეკლესიამ[1]. 1740 წლისათვის ეკლესია დაძველდა და 1744 წელს გადაიტანეს ახალ ადგილზე მდინარე დონიდან მოშორებით. ეკლესიის გადატანამ შეამცირა მისი ცხოვრება და 1747 წელს კაზაკებმა დაიწყეს ახალი, ასევე ხის ეკლესიის მშენებლობა. იგი არსებობდა 30 წელზე მეტ ხანს. 1782 წელს დაიწყეს რიგით მესამე ეკლესიის მშენებლობა, რომელიც აკურთხეს 1783 წლის 8 ოქტომბერს. 1805 წელს სტანიცა გადაიტანეს დონის ნაპირზე, ახალ ადგილზე კვლავ ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე აკურთხეს ეკლესია ამავე წლის 23 აპრილს[2]. ამ ეკლესიის დაძველების შემდეგ მის ადგილზე ააგეს აგურის კაპელა. აგურის სამსაკურთხევლიანი ეკლესია ააგეს 1896 წელს სტანიცის ცენტრალურ მოედანზე. ეკლესია დაანგრიეს 1936-1939 წლებში[2].

თანამედროვეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე ქვის ერთსაკურთხევლიანი ეკლესია აგებულია 2008-2009 წლებში და აკურთხეს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. ეკლესია მდებარეობს ბაგაევსკაიის სასაფლაოზე[3].

წმინდა ნიკოლოზის ეკლესია არის ერთსართულიანი ქვის შენობა. შენობის ძირითადი ნაწილია მრავალსარკმლიანი გუმბათი, რომელსაც ადგას რუსული მართლმადიდებლური ჯვარი. ეკლესიას სულ ოთხი გუმბათი აქვს, ოთხივეზე აღმართულია ასევე რუსული მართლმადიდებლური ჯვარი[4].

ეკლესიის ტერიტორიაზე აგებულია სამსახურებივი შენობა. ღობე რკინისაა, რომელიც დამაგრებულია ქვის ბოძებზე. ცენტრალურ შესასვლილს ამშვენებს კოშკურა პატარა გუმბათით და ჯვრით[4].

ეკლესიის წინამძღვარია მღვდელმონოზონი ალექსანდრე (მეშტანოვი)[5].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]