ბაბუშკინის ყურე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაბუშკინის ყურეყურე ოხოტის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროსთან. ხმელეთში შეჭრილია 30 კმ-ზე. სიგანე შესასვლელთან 70 კმ, სიღრმე 50-88 მეტრი. ნაპირები კლდოვანი და მაღალია. ყურის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში შეჭრილია შხიპეროვის წყალმარჩხი უბე. ოქტომბრიდან მაისამდე იყინება. სახელი ეწოდა პოლარელი მფრინავის მიხეილ ბაბუშკინის პატივსაცემად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]