ბაბუაწვერას ღვინო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბაბუაწვერას ღვინო
Dandelion Wine
ავტორი რეი ბრედბერი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ჟანრი რომანი
გამომცემელი Doubleday
გამოცემის თარიღი 1957 1957
მთარგმნელი თამარ კოტრიკაძე
მედია რბილი და მაგარი ყდები
გვერდი 281
oclc 18280204
მომდევნო Farewell Summer და უბედურება ახლოვდება
ISBN 0-553-27753-7

ბაბუაწვერას ღვინო (ინგლ. Dandelion Wine) — ამერიკელი მწერლის, რეი ბრედბერის რომანი, რომელიც პირველად 1957 წელს გამომცემლობა „Doubleday“-მ გამოსცა. ბრედბერის სხვა ნაწარმოებებისგან განსხვავებით, „ბაბუაწვერას ღვინოში“ ნაკლებადაა გამოყენებული სამეცნიერო-ფანტასტიკური ელემენტები.

ნაწარმოების მოქმედება ვითარდება გამოგონილ ქალაქში, გრინთაუნში. რომანში აღწერილია 12 წლის დაგლას სპოლდინგის 1928 წლის ზაფხული. დაგლასი და მისი ძმა ტომი ზაფხულში ბაბუას ეხმარებიან ბაბუაწვერასგან ღვინოს დამზადებაში, საიდანაც წარმოსდგება ნაწარმოების სახელიც. რომანში ნათლადაა წარმოჩენილი ბავშვის თვალით დანახული სამყარო და ამ შეხედულებების თანდათანობითი ცვლა. ვარაუდობენ, რომ დაგლას სპოლდინგის პროტოტიპი თავად რეი ბრედბერია და ეს ნაწარმოები სწორედ მწერლის მოგონებებს ეფუძნება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]