ბაბოლოვოს სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბაბოლოვოს სასახლე
Баболовский дворец
Babdvor.jpg
კოორდინატები 59°42′31″N 30°20′40″E / 59.708722° ჩ. გ. 30.344422° ა. გ. / 59.708722; 30.344422
მდებარეობა პუშკინი, სანქტ-პეტერბურგი
სტილი ნეოგოთიკა
დაწყების თარიღი 1784
დასრულების თარიღი 1785
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810444019

ბაბოლოვოს სასახლე (რუს. Баболовский дворец) — გასართობი პავილიონი პუშკინში სანქტ-პეტერბურგში. აგებულია 1784-1785 წლებში იმპერატორ ეკატერინე II-ის დაკვეთით გრიგორ პოტიომკინისათვის. არის ფედერალური მნიშვნელობის არქიტექტურის ძეგლი.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვის სასახლე ააგეს ხის ხუთოთახიანი სახლის ადგილზე, რომელიც მდებარეობდა სოფელ ბაბოლოვოს სიახლოვეს ტყის მხარეს. მშენებლობა დაიწყო 1782 წლის 2 ნოემბერს, პროექტის ავტორი იყო არქიტექტორი ილია ნეელოვი. ასიმეტრიული (რაც იყო იმ ეპოქის არქიტექტურაში ახალი სიტყვა) შენობა ააგეს ბორცვზე, რომელიც მდებარეობდა ვერცხლისფერი ჭაობის ნაპირზე. ორი ძირითადი შენობის გადაკვეთაზე აგებული იყო რვაკუთხა კოშკი, რომელიც კოშკური გადახურვით იყო. ფასადები გააფორმეს ნეოგოთიკურ სტილში, პარაპეტები შესრულებულია კბილანების ფორმით.

მიუხედავად სახელწოდებისა ეს შენობა არ იყო სასახლე თავისი სრული მნიშვნელობით. შენობის მოკრძალებული ზომისა და შეზღუდული ფართის გამო, მფლობელები დროდადრო ეწვეოდნენ ხოლმე სახლს, მაგრამ მუდმივად არ ცხოვრობდნენ.

როდესაც პუშკინი სწავლობდა ცარსკოე-სელოს ლიცეუმში, ბაბილოვოს სასახლეს ალექსანდრე I სტუმრობდა რანდევუზე თავის ფავორიტს სოფია ველოს (ზოგიერთი მკვლევარი ეჭქვეშ აყენებს ამ ფააქტს).

1820-იან წლებში არქიტექტურული კაპრიზი შეცვალეს ვასილი სტასოვის პროექტის მიხედვით. აქამდე იგი ცნობილი იყო სამეფო-აბანოს სახელით, ეს იყო გრანიტის აბაზანა (სიმაღლე 192 სმ, დიამეტრი — 533 სმ, წონა — 48 ტონა), რომელიც შეასრულა ხელოსანმა სამსონ სუხანოვმა და დაამონტაჟეს ინჟინერ ავგუსტინ ბეტანკურის პროექტის მიხედვით.

ბაბილოვოს სასახლეში ომამდე განთავსებული იყო ლენინგრადის სამხედრო ოლქის ქალაქ პუშკინის მე-100 საავაიაციო ბრიგადის სკოლა. ომის დასაწყისში იგი მძიმე დაბომბვების ქვეშ მოექცა. სასახლე დაინგრა დიდი სამამულო ომის დროს და აქამდე არაა აღდგენილი.

2013 წელს ბაბილოვოს პარკში სარესტავრაციო სამუშაოების წარმართვისათვის ფედერალურმა ბიუჯეტმა გამოყო 40 მლნ. რუბლი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Рубан В. М. Баболовский дворец и творение мастера Суханова / Рецензенты Ю. М. Прозоров и И. П. Саутов. — СПб.: Наука, 2003. — ISBN 5-02-027101-2.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]