ბაბკენ ნერსესიანი
| ბაბკენ ნერსესიანი | |
|---|---|
| სომხ. Բաբկեն Ներսիսյան | |
|
| |
| დაბადების თარიღი |
18 ივლისი, 1917 თბილისი, საქართველოს სსრ |
| გარდაცვალების თარიღი |
14 თებერვალი, 1986 (68 წლის) ერევანი |
| ეროვნება | სომეხი |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | მსახიობი |
| აქტიური | 1933-დან |
| შვილ(ებ)ი | Tigran Nersisyan |
ბაბკენ პოღოსის ძე ნერსესიანი (დ. 18 ივლისი [ ძვ. სტ. 5 ივლისი], 1917, თბილისი — გ. 14 თებერვალი, 1986, ერევანი) — სომეხი მსახიობი. საქართველოს, სომხეთის (1961) და სსრკ სახალხო არტისტი (1972).
სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1933 წლიდან თბილისში. 1944–1955 წლებში იყო თბილისის სომხური დრამატული თეატრის მსახიობი, 1956 წლიდან ერევნის გ. სუნდუკიანის სახელობის სომხური დრამის თეატრშია. წარმატებით ასრულებს სახასიათო, კომიკურ და ტრაგიკულ როლებს: პეპო (სუნდუკიანის „პეპო“), გევორქი (ბორიანის „ერთ ჭერქვეშ“) და სხვა. შექმნა ლენინის სცენური სახე (დარიანის „რესპუბლიკის თავმჯდომარე“), შ. რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლში „პეპო“ ქართულ ენაზე შეასრულა პეპოს როლი. 1957 წლიდან მოღვაწეობს კინოში. იყო მხატვრული კითხვის ოსტატი. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1955 — საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი[1]
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი
- 1961 — სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტი
- 1972 — სსრკ სახალხო არტისტი
- შრომის წითელი დროშის ორდენი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 394.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბადებული 18 ივლისი
- დაბადებული 1917
- გარდაცვლილი 14 თებერვალი
- გარდაცვლილი 1986
- თბილისში დაბადებულები
- სომეხი მსახიობები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტები
- სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- თოხმახის სასაფლაოზე დაკრძალულები
- მსახიობები ანბანის მიხედვით