ბაბკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ბაბკა

ბაბკა - არის ტკბილი პური ან ნამცხვარი, რომელსაც აქვს ნაწნავების/ნაქსოვის ფორმა და წარმოიშვა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის ებრაულ საზოგადოებაში. ის განსაკუთრებით პოპულარულია ისრაელში და ებრაულ დიასპორებში მთელი მსოფლიოს გარშემო. მას ამზადებენ საფუარიანი ცომით, რომელსაც რულეტივით ახვევენ. დახვევამდე, ცომს ზემოდან შოკოლადით, დარიჩინით, ხილით ან ყველით ფარავენ, შემდეგ რულეტის ფორმას მისცემენ, ცომის ბოლოებს საპირისპირო მიმართულებით გადაგრეხენ, ისე, რომ ნაქსოვის ან ნაწნავის ფორმა მიიღოს და ღუმელში გამოაცხობენ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაბკა პოლონეთის ებრაულ თემში, მე-19 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. ებრაელები მორჩენილ ჩალას ცომს (ებრაული ცომი რომლითაც ებრაულ ახალ წელს ნამცხვრებს აცხობენ, შეიცავს დიდი რაოდენობით გამაფხვიერებელს)ზემოდან ხილის მურაბას ან დარიჩინს უსვამდნენ და როგორც ჩალას ცომს, ისე აცხობდნენ.[1] ამ დროს შოკოლადი ადვილად ხელმისაწვდომი არ იყო, შესაბამისად, ის თავდაპირველად არ გამოიყენებოდა ბაბკის დასამზადებლად. სავარაუდოდ, შოკოლადის ბაბკა მე-20 საუკუნის შუა პერიოდის ამერიკული აღმოჩენა იყო. მისი სახელი (თუმცა არა თავად კერძი) შეიძლება, რომ დაკავშირებული იყოს სააღდგომო ნამცხვრის სახეობასთან, რომელიც პოპულარულია პოლონეთში და დასავლეთ უკრაინაში და ცნობილია როგორც ბაბა ან ბაბკა. ბაბა პოლონურად ნიშნავს "ბებიას" და საკმაოდ ახლოსაა სიტყვის იდიშ ვერსიასთან - "ბუბე".[2]

მე-20 საუკუნის ბოლო მონაკვეთამდე, ბაბკა არ იყო ცნობილი და პრაქტიკულად, არ არსებობდა პოლონეთის ებრაული საზოგადოების გარეთ. ევროპული სტილის საცხობებმა მისი ცხობა 1950-იანი წლების ბოლოს დაიწყეს ისრაელში და ა.შ.შ-ში. შოკოლადის გარდა, გავრცელებულია სხვადასხვა საკვებით დაფარვა ამ ნამცხვრისა, მათ შორის ყაყაჩოს თესლით, ნუშით, ყველით და ა.შ.

2010 წლის პოპულარობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაბკა ამერიკაში

2010-იანი წლებიდან ბაბკას პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა შეერთებულ შტატებში, კონკრეტულად ნიუ იორკში, სადაც ამ პერიოდში გაიხსნა საცხობი თელ ავივიდან, რომელსაც გადი პელეგის საკუთრებაშია[3]. ეს იყო პურის საცხობი, რომელიც უამრავ ებრაულ პურსა და ნამცხვარს თავაზობს მომხმარებელს, მათ შორის, ბაბკასაც. ამ საცხობში ბაბკები ივსება ტრადიციული შიგთავსით, როგორიცაა დარიჩინი, ან ნაკლებად ტრადიციული შიგთავსით, როგორიცაა ნუტელა, ვაშლი, ჩიზქეიქი და ყველი. ისინი ცნობილი გახდნენ შოკოლადის ბაბკით. სხვა საცხობების დამსახურებით, როგორიცაა Russ and Daughters ნიუ-იორკში და Wise Sonsან-ფრანცისკოში, ბაბკა საკმაოდ მოდური და პოპულარული დესერტი გახდა მთელი ამერიკის გარშემო.[4]

ბაბკას ახალმა პოპულარობამ შეერთებულ შტატებსა და კანადაში, როგორც ებრაელებს, ასევე არაებრაელებს შორის, გამოიწვია ამ კერძის უამრავი ახალი ვერსიის შექმნა. განსხვავებები ძირითადად იმაშია, თუ რას უსვამენ ბაბკას დახვევამდე. გაჩნდა ბაბკები ქათმის, კარაქის, არაქისის,ორცხობილების თანხლებით. ბაბკა ასევე შეემატა უამრავი რესტორნის მენიუს და შეიქმნა ისეთი კერძები, როგორიცაა ბაბკას ნაყინი, ბაბკას ნაყინის სენდვიჩები, ბაბკას ყიყლიყო და ა.შ..

დღესდღეობით, ამერიკის გარშემო, ბაბკა იყიდება უამრავ სუპერმარკტში, როგორც მზად, ისე წინასწარ შერეული ინგრედიენტებით.[5]

მომზადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაბკა მზადდება საფუარიანი ან ლამინირებული ცომისგან, რომელიც მსგავსია იმ ცომებისა, რომელთააც ვიყენებთ ჩალასა და კრუასანების დასამზადებლად. ორიგინალური ვერიის მიხედვით, ბაბკა მურაბით ან დარიჩინით ივსება, მაგრამ დღესდღეობით გავრცელდა სხვადასხვა სახის ტკბილი შიგთავსები, როგორიცაა შოკოლადი, ვაშლი, ტკბილი ყველი, ნუტელა, ხახვი ან ქიშმიში. ამის შემდეგ ბაბკას აძლევენ ნაწნავის ფორმას, ზემოდან კი შაქრის სიროფს უმატებენ, რათა ნამცხვარმა შეინარჩუნოს ახალი გემო და უფრო სველი ტექსტურა მისცეს მას.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]