ბაბი-იარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ბაბი-იარი (უკრ. Бабин Яр) — ხეობა უკრაინის დედაქალაქ კიევის ჩრდილოეთ ნაწილში, ებრაელების, ბოშებისა და საბჭოთა ტყვეების მასობრივი დახვრეტის ადგილი მეორე მსოფლიო ომის დროს.

პირველი მასობრივი დახვრეტა წარიმართა 1941 წლის 29-30 სექტემბერს. ამ პერიოდში დახოცეს 33 771 ებრაელი. კიევში ებრალეთა დახოცვის გადაწყვეტილება მიიღეს ნაცისტმა ოფიცერმა კურტ ებენჰარდმა, ობერგრუპენფიურერმა ფრიდრიხ ეკლენმა და ოტო რაშმა. ბაბი-იარის ხოცვა-ჟლეტვა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის დროს ნაცისტური რეჟიმის და უკრაინული კოლაბორაციონისტების უმსხვილესი მასობრივი მკვლელობა იყო.[1] ხოცვა-ჟლეტვა ჰოლოკოსტის ისტორიაში ყველაზე მასიური მკვლელობაა.[2] ზოგიერთი წყაროს მიხედვით დახოცეს 100-დან 150 ათასზე მეტი ადამიანი.[3] ბაბი-იარის დახვრეტას გადაურჩა 29 ადამიანი.[4]

მასობრივი ხოცვა-ჟლეტების მსხვერპლი გახდნენ საბჭოთა ომის პატიმრები, კომუნისტები, უკრაინელი ნაციონალისტები და ბოშები.[5][6][7]

2022 წლის 22 აპრილს მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ, უკრაინაზე რუსეთის მიერ განცხორციელებული თავდასხმის შემდეგ ქალაქში მიმდინარე მოვლენები ბაბი-იარს შეადარა და აღნიშნა:

ვიკიციტატა
„მარიუპოლში 21-ე საუკუნის უდიდესი დანაშაული მოხდა, ეს არის ახალი ბაბი იარი, სადაც ჰიტლერმა ებრაელები, ბოშები და სლავები დახოცა, ახლა კი პუტინი ანადგურებს უკრაინელებს.[8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Wolfram Wette (2006). The Wehrmacht: History, Myth, Reality. Harvard University Press, გვ. 112. ISBN 9780674022133. 
  2. Lower, Wendy (2007). „From Berlin to Babi Yar. The Nazi War Against the Jews, 1941–1944“ (PDF). Journal of Religion & Society. The Kripke Center, Towson University. 9. hdl:10504/64569. ISSN 1522-5658. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 5 March 2009. ციტირების თარიღი: 24 May 2013. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი 2009. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2022.
  3. Magocsi, Paul Robert (1996). A History of Ukraine. University of Toronto Press, გვ. 633. ISBN 978-0-8020-7820-9. 
  4. Рувим Штейн, чудом спасшийся с места казни: «Наверное, я настоящий умер там, в Бабьем Яре» დაარქივებული 2014-11-06 საიტზე Wayback Machine. . // Известия.
  5. Hoffman, Avi (23 October 2011). „A Museum for Babi Yar“. The Jerusalem Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 June 2013.
  6. Zionism and Israel – Encyclopedic Dictionary: Babi Yar. ციტირების თარიღი: 26 December 2014
  7. Ludmyla Yurchenko, "Life is not to be sold for a few pieces of silver: The life of Olena Teliha დაარქივებული 2007-08-14 საიტზე Wayback Machine. ", Ukrainian Youth Association.
  8. ვადიმ ბოიჩენკო: მარიუპოლი არის ახალი ბაბი იარი, სადაც ჰიტლერმა ებრაელები, ბოშები და სლავები დახოცა, ახლა კი პუტინი ანადგურებს უკრაინელებს