ვლადიმერ ბაბილუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბაბილუა, ვლადიმერ)

ვლადიმერ ილიას ძე ბაბილუა (დ. 26 აპრილი, 1897, სოფ. ქვემო ჭალადიდი, ახლანდელი ფოთის ტერიტორია ― გ. 6 იანვარი, 1977, თბილისი) ― ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი და ლოტბარი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1962).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაასრულა ფოთის გიმნაზია (1915). ერთხანს სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტში. 1933 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1917 წლიდან მღეროდა ძუკუ ლოლუას გუნდში. 1924-იდან მუშაობდა დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდის ლოტბარად, 1940–1955 ― საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში; ერთდროულად 1940-1952 იყო საქართველოს რადიოკიმიტეტის გუნდის ხელმძღვანელიც. გუნდში ავქსენტი მეგრელიძის მოსვლის შემდეგ კი ― ლოტბარი და მომღერალ-სოლისტი. მაღალი ოსტატობით ასრულებდა ქართული მუსიკის ფოლკლორის კლასიკურ ნიმუშებს („კუჩხი ბედნიერი“, „მიყვარს ფაცხა მე მეგრული“, „მახა“, „სი ქოულ ბატა“, „გულისა“, „ოდოია“ და სხვა). დიდი როლი ითამაშა ქართული ხალხური სიმღერის დახვეწისა და პოპულარიზაციის საქმეში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]