ბაბილონის დაკიდებული ბაღები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბაბილონის დაკიდული ბაღები)
დაკიდებული ბაღები

ბაბილონის დაკიდებული ბაღები — ქალაქ ბაბილონში ნაბუქოდონოსორის მიერ აგებული კონსტრუქცია, რომელშიც ათასგვარი მცენარე ხარობდა. შედის მსოფლიოს შვიდ საოცრებაში. ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად, მდებარეობდა დღევანდელ ერაყში, ბაბილის მუჰაფაზის, ქალაქ ჰილას მახლობლად.

ბაღების შენობა ოთხიარუსიანი იყო. მას დააყარეს იმ სისქის მიწა, რომ ყველაზე დიდ მცენარეებსაც შეეძლოთ, ეხარათ. მისთვის შორეული ქვეყნებიდან მოჰქონდათ ლამაზი მცენარეები. სარწყავი სისტემა წყალსაცავიდან მილების საშუალებით წყალს ოთხივე იარუსს აწვდიდა.

დაკიდებულმა ბაღებმა ჩვენს დრომდე ვერ მოაღწია. ძველმა ბერძნებმა დაკიდებული ბაღების აგება დედოფალ სემირამიდას დაუკავშირეს და მის სახელსაც უწოდებდნენ[1]. თუმცა, დედოფალი სემირამიდა მოღვაწეობდა ძვ. წ. IX საუკუნეში, შენობა კი ნაბუქოდონოსორმა ძვ.წ. VI საუკუნეში ააგო, დედოფალ ამიტასათვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Cartwright M (ივლისი, 2018). „Hanging Gardens of Babylon“. World History Encyclopedia. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)