ბაბა-ვიდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაბა-ვიდა (ბულგ. Баба Вида) — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ქალაქ ვიდინში, ჩრდილო-დასავლეთ ბულგარეთში. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა.

ციხესიმაგრის მშენებლობა დაიწყო X საუკუნეში, ძველი რომაული ციხესიმაგრის ბონინიის ადგილზე. ბაბა-ვიდამ გაუძლო ბიზანტიის იმპერატორ ბასილი II-ის 8-თვიან ალყას, თუმცა სერიოზულად დაზიანდა და აღადგინეს ივან სრაციმირის (1356-1396 წწ.) მმართველობის დროს.

ციხესიმაგრის მნიშვნელობა კიდევ უფრი გაიზარდა ოსმალეთის იმპერიის მიერ ბულგარეთის დაპყრობის შემდეგ. ამჟამად ბაბა-ვიდა ციხესიმაგრე-მუზეუმია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: