ბაბა-დერვიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაბა - დერვიში

კიულტეპე I და ბაბა-დერვიშში ნაპოვნი ცხოველების თიხის ფიგურები, აზერბაიჯანის ისტორიის მუზეუმი
მდებარეობა ყაზახის რაიონი, აზერბაიჯანი
თარიღდება ჩვ.წ. V ათასწლეული
მდგომარეობა სახელმწიფო იცავს როგორც მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლს

ბაბა-დერვიში (აზერ. Babadərviş) — ადამიანის უძველესი სადგომის აღმოჩენის ადგილი აზერბაიჯანში, ქალაქ ყაზახისგან 2 კმ. მოშორებით, მდინარე აღსთაფის მარცხენა ნაპირზე. არქეოლოგიური გათხრები ხორციელდებოდა 1958 წლიდან 1966 წლამდე. შედეგად აქ აღმოჩენილია ადამიანის უძველესი სადგომის სამი ფენა. აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიერ შეყვანილია მსოფლიოს მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლთა ნუსხაში.[1]

კულტურული ფენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვედა ფენა მიეკუთვნება ჩვ.წ. V ათასწლეულს. ამ ფენაში აღმოჩენილია მრგვალი და ნახევრად მიწაში ნაშენები სახლები, თიხის ჭურჭელი, ძვლისგან დამზადებული თოხი, ნემსი, და სხვადასხვა სახის ცხოველებისგან დამზადებული ნივთები და სხვა.[2]

შუა ფენაში, რომელიც მიეკუთვნება ჩვ.წ. III ათასწლეულს, აღმოჩენილია გამოუმწვარი აგურებისგან ნაშენები მრგვალი სახლები, შავი და წითელი ფერის თიხის ჭურჭელი სხვადასხვა სახის ორნამენტებით, ცხოველების ფიგურები, რკინის სადნობი ღუმელები, სპილენძის საგნები, ხორბლის ნარჩენები და სხვა. ზედა ფენა მიეკუთვნება ჩვ.წ. II ათასწლეულის ბოლოს — I ათასწლეულის დასაწყისს.

ქვედა ფენა წარმოადგენს შულავერი-შომის კულტურის ძეგლს, შუა — მტკვარ-არაქსის, ზედა — განჯა-ყარაბაღულ კულტურა. არქეოლოგიურმა გათხრებმა გვაჩვენა, რომ ბაბა-დერვიშის დასახლების მოსახლეობა ეწეოდა მესაქონლეობასა და მიწადმოქმედებას, თიხის დამუშავებას, კერავდა, ამუშავებდა რკინას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Нариманов И. Г., Исмаилов Г. С. Акстафачайское поселение близ г. Казаха // Советская археология. — 1962. — № 4.
  • Алиев В. Катакомба в Бабадервише // Изв. АН Аз. ССР, сер. ист. филос. и права. — 1969. — № 4. — С. 54-62.
  • Алиев В. Археологические раскопки в урочище Бабадервиш // Советская археология. — 1971. — № 2.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-08-12. ციტირების თარიღი: 2018-01-27.
  2. АСЭ, 1976, с. 518.