ბაბა-ბექი შაკირი
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ბაბა-ბექი შაკირი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1770 შუშა, ყარაბაღის სახანო |
გარდაცვალების თარიღი |
1844 შუშა, ყარაბაღის სახანო |
საქმიანობა | პოეტი |
ბაბა-ბექ მუჰამედ-ალი ბექ ოღლის შაკირი (აზერ. Baba bəy Şakir; 1770—1844) — აზერბაიჯანელი პოეტი.
სიცოცხლე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაბა-ბექი ქალაქ შუშაში, ყარაბაღში ცნობილ ჯავანშირების გვარის ოჯახში დაიბადა. მისი მამა შეძლებული მიწათმფლობელი იყო, რამაც შესაძლებელი გახადა შვილისათვის კარგი განათლება მიეცა.
ბაბა-ბექმა განათლება მუსულმანურ სასულიერო სასწავლებელში მიიღო. მან შეისწავლა არაბული და სპარსული ენები, აგრეთვე კლასიკური აღმოსავლური ლიტერატურა.
ბაბა-ხანი თავისი წარმომავლობით ყარაბაღის ხანის, პანახი ხანის უფროსი ძმის – ფარზალი-ბექის შვილიშვილია. ის ცნობილი პოეტ-სატირიკოსის ქასიმ ბეი ზაქირის ნათესავი და ახლო მეგობარი იყო. ზაკირმა ლექსიც კი დაწერა «მადეინ ტარიხი – ბაბა ბექი», რომელიც ბაბა-ბექის გარდაცვალებას მიეძღვნა. სამწუხაროდ, მცირეოდენი რამ შემორჩა მისი ლირიკული ნაწარმოებებიდან და სატირული ნაშრომებიდან. მისი ნაწარმოებების ერთი ნაწილი დაწერილია კლასიკური აღმოსავლური პოეზიის სტილში – არუზში, მეორე ნაწილი კი – მარცვლოვან თანაფარდობაში.
ბაბა-ბექის სატირა ამათრახებდა სიბნელისა და უმეცრების მთესველ გაუმაძღარ ბექებს, კორუფციულობით დაავადებულ ჩინოვნიკებს, ოფიცრების ჩინში მყოფ სახელმწიფო რანგის მოსამსახურეებს, ძალადობითა და უხეშობით გამორჩეულ კომენდანტებს.
პირველად მისი ნამუშევრები გამოქვეყნდა წიგნში მამედ-აღა მუჯატხიზადე "Piyazul-aşugin", რომელიც 1910 წელს სტამბულში გამოვიდა. ბაბა-ბექ შაკირი 1844 წელს შუშაში გარდაიცვალა და დაკრძლალულ იქნა მირზა ჰასანის სასაფლაოზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Анвар Чингизоглы. Джеванширский род: Сариджалинцы, Баку, "Мутарджим", 2015, 352 с. ISBN 978-9952-28-215-3