შინაარსზე გადასვლა

ბაალბექ-ჰერმელის მუჰაფაზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუჰაფაზა
ბაალბექ-ჰერმელის მუჰაფაზა
محافظة بعلبك - الهرمل
ქვეყანა ლიბანის დროშა ლიბანი
ადმ. ცენტრი ბაალბექი
კოორდინატები 34°12′08″ ჩ. გ. 36°17′54″ ა. გ. / 34.20222° ჩ. გ. 36.29833° ა. გ. / 34.20222; 36.29833
დაარსდა 2003
ფართობი 3 009 კმ²
მოსახლეობა 416 427[1] კაცი (2015)
სიმჭიდროვე 138.4 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2

ბაალბექ-ჰერმელის მუჰაფაზა (არაბ. محافظة بعلبك - الهرمل) — ლიბანის ერთ-ერთი მუჰაფაზა. მოიცავს ბაალბექის და ჰერმელის რაიონებს,[2] რომლებიც 74 მუნიციპალიტეტადაა დაყოფილი.[3] დედაქალაქი ბაალბექი.[2] მუჰაფაზას უკავია ბექაას ხეობის ჩრდილოეთი ნაწილი — ერთ-ერთი მთავარი სასოფლო სამეურნეო არეალი ლიბანში.[4]

2015 წლისთვის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მონაცემებით მუჰაფაზის მოსახლეობა 416 427 კაცს შეადგენდა, მათ შორის 137 788 სირიელი და 8 117 პალესტინელი ლტოლვილი.[3] მოსახლეობის უმრავლესობა სუნიტია, უმცირესობას შეადგენენ ქრისტიანები და შიიტები.[3]

ბაალბექ-ჰერმელის მუჰაფაზა შეიქმნა 2003 წლის 16 ივლისს, როდესაც ბაალბექისა და ჰერმელის რაიონები გამოეყვნენ ბექაას მუჰაფაზას.[5] ახალი რეგიონის იმპლემენტაცია დაიწყო 2014 წელს და პირველი გამგებელი გახდა ბაშირ ხოდრი.[6] სირიელი მიგრანტების შედინება ამძიმებს ისედაც მყიფე ინფრასტრუქტურას და მომსახურებას.[4] სირიაში მომხდარმა ძალადობებმა ბაალბექ-ჰერმელის მუჰაფაზაშიც შეაღწია.[4] ბექაას ხეობის ჩრდილოეთი და ბაალბექი წარმოადგენს ჰეზბოლას მთავარ დასაყრდენს ლიბანში.[7][8]

  1. Law, Gwillim. "Lebanon Provinces". Statoids. Retrieved 20 February 2017.
  2. 2.0 2.1 "Mohafazah de Baalbek-Hermel". Localiban. Retrieved 20 February 2017.
  3. 3.0 3.1 3.2 Baalbek-Hermel Governorate Profile" (PDF). UNHCR. June 2015. Retrieved 20 February 2017.
  4. 4.0 4.1 4.2 "Bekaa and Baalbek/Hermel Governorates Profile" (PDF). UNHCR. 2016. Retrieved 20 February 2017.
  5. "Territorial administration of Lebanon". Localiban. Retrieved 19 February 2017.
  6. "Cabinet Appoints 5 New Governors, Accepts Qaloush's Resignation". Naharnet. 2 May 2014. Retrieved 19 February 2017.
  7. Norton, Augustus (2009). Hezbollah: A Short History. Princeton University Press. p. 6. ISBN 0-691-13124-4.
  8. al-Solh, Nidal (16 May 2016). "Why Hezbollah is sweating in Baalbek". The Daily Star. Retrieved 20 February 2017.