ბაადურ არაგვის ერისთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაინდურ არაგვის ერისთავი.

ბაადურ (ბაინდურ) არაგვის ერისთავი (გ. დაახლოებით 1624) — არაგვის ერისთავი 1618-1620, ძე ნუგზარ არაგვის ერისთავისა.

ცოლად ჰყავდა, ჯერ ქართლის მეფე გიორგი X-ის ასული ხორეშანი, რომელთანაც ჰყავდა ვაჟი რადამი, მას შემდეგ კი, რაც ხორეშანი კახეთის მეფე თეიმურაზ I-ის ცოლი გახდა, ცოლად შეირთო ქართლის მეფე დავით XI-ის (დაუთ-ხანი) ასული, რომელთანაც ჰყავდა ვაჟები ქაიხოსრო, ლუარსაბ და გიორგი.

ბაადური არაგვის ერისთავი გახდა 1618 წელს, ნუგზარი არაგვის ერისთავის სიკვდილის შემდეგ, როგორც უფროსი ვაჟი. ბაადურს არ ემორჩილებოდა მომდევნო ძმა ზურაბი, რომელიც სეფიანთა ირანში გაემგზავრა, შაჰ აბას I-ისაგან დახმარება მიიღო, არაგვის ხეობაში დაბრუნდა, ბაადური დაამარცხა და განდევნა, არაგვის ერისთავობა კი თავად დაიკავა. ბაადურ არაგვის ერისთავი იმერეთის სამეფოში, საჩინოში გადასახლდა, სადაც, დაახლოებით 1621-1624 წლებში, ცოლის საყვარელმა, თავადმა საზვერელ ჩიჯავაძემ მოკლა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973
  • ჯამბურია გ., გიორგი სააკაძე, თბ., 1964
წინამორბედი:
ნუგზარ
არაგვის ერისთავი
1618-1620
შემდეგი:
ზურაბი