ბაადე (მთვარის კრატერი)
| მთვარის კრატერი | |
|---|---|
| ბაადე | |
| ლათ. Baade | |
|
| |
| მონაცემები | |
| ზვინულის სიმაღლე | 1.19 კმ (2015)[1] |
| დიამეტრი | 57.85 კმ[2] |
| მოცულობა | 2802.19 კმ³ (2015)[1] |
| უდიდესი სიღრმე | 2.45 კმ (2015)[1] |
| ტიპი | დარტყმითი კრატერი |
| სახელწოდება | |
| ეპონიმი | ვალტერ ბაადე |
| დამტკიცებულია | IAU (1964) |
| მდებარეობა | |
| 44.75° ს. გ. 82.03° დ. გ. / 44.75° ს. გ. 82.03° დ. გ. | |
| ციური სხეული | მთვარე |
| ბაადე | |
კრატერი ბაადე (ლათ. Baade), ინგირამი D (ლათ. Inghirami D) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის ხილული მხარის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა გერმანელი ასტრონომის, ვალტერ ბაადეს პატივსაცემად (დაამტკიცა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა 1964 წელს).[2] კრატერის ფორმირება გვიანიმბრიული ეპოქით ივარაუდება.[1]
კრატერის აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრატერი მდებარეობს მარე ორიენტალეს გიგანტური აუზის სამხრეთ-დასავლეთით, ბუვარასა და ბაადეს ხეობების შეერთებიდან ოდნავ სამხრეთ-აღმოსავლეთით. კრატერის უახლოესი მეზობელია ინგირამის კრატერი აღმოსავლეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთით.[3] კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 44°45′S 82°02′W / 44.75° ს. გ. 82.03° დ. გ., დიამეტრი — 57.85 კმ,[2] სიღრმე — 5.2 კმ.[1]
კრატერის კიდე თითქმის იდეალურად წრიული ხასიათისაა, აქვს ბასრი კიდე და პრაქტიკულად ხელუხლებელია. კიდე მიმდებარე რელიეფიდან 1.19 კმ-ით მაღლა მდებარეობს,[1] ხოლო კრატერის მოცულობა დაახლოებით 2802.19 კმ³-ია.[1] კიდეს შიდა დახრილობა ოდნავ ტერასულია. კრატერის აუზის ფსკერი არათანაბარია, თასის ფორმისაა და ბრტყელი ნაწილი არ აქვს. ცენტრალური პიკი არ აქვს.
1964 წელს საკუთარი სახელის მიღებამდე, კრატერს ჰქონდა აღნიშვნა „ინგირამი D“ (ე.წ. თანამგზავრული კრატერების აღნიშვნის სისტემაში, რომლებიც საკუთარი სახელის მქონე კრატერის მახლობლად მდებარეობს).
სატელიტური კრატერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაადეს კრატერს, სატელიტური კრატერები არ გააჩნია.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Andersson, L. E.; Whitaker, E. A. (1982) NASA Catalogue of Lunar Nomenclature. NASA RP-1097.
- Blue, Jennifer. (July 25, 2007) Gazetteer of Planetary Nomenclature. USGS. ციტირების თარიღი: 2007-08-05
- Bussey, B.; Spudis, P. (2004) The Clementine Atlas of the Moon. New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-81528-4.
- Cocks, Elijah E.; Cocks, Josiah C. (1995) Who's Who on the Moon: A Biographical Dictionary of Lunar Nomenclature. Tudor Publishers. ISBN 978-0-936389-27-1.
- McDowell, Jonathan. (July 15, 2007) Lunar Nomenclature. Jonathan's Space Report. ციტირების თარიღი: 2007-10-24
- Menzel, D. H.; Minnaert, M.; Levin, B.; Dollfus, A.; Bell, B. (1971). „Report on Lunar Nomenclature by the Working Group of Commission 17 of the IAU“. Space Science Reviews. 12 (2): 136–186. Bibcode:1971SSRv...12..136M. doi:10.1007/BF00171763. S2CID 122125855.
- Moore, Patrick (2001). On the Moon. Sterling Publishing Co.. ISBN 978-0-304-35469-6.
- Price, Fred W. (1988). The Moon Observer's Handbook. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-33500-3.
- Rükl, Antonín (1990). Atlas of the Moon. Kalmbach Books. ISBN 978-0-913135-17-4.
- Webb, Rev. T. W. (1962). Celestial Objects for Common Telescopes, 6th revised, Dover. ISBN 978-0-486-20917-3.
- Whitaker, Ewen A. (1999). Mapping and Naming the Moon. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-62248-6.
- Wlasuk, Peter T. (2000). Observing the Moon. Springer. ISBN 978-1-85233-193-1.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Lunar Impact Crater Database (2015) Losiak et al., LPI Lunar Exploration Intern Program (2009). Revised by T. Öhman, LPI (2011) and (2015).
- ↑ 2.0 2.1 2.2 საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Baade
- ↑ Кратер Бааде на карте LAC-109.. ციტირების თარიღი: 2020-07-05