აჰმედ ხანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აჰმედ ხანი
Statue of Kurdish poet and writer Ahmadi Xani in Sulaymaniyah, Kurdistan, Iraq.JPG
დაბ. თარიღი 1650[1] [2]
დაბ. ადგილი ჰაქარის პროვინცია
გარდ. თარიღი 1707[2]
გარდ. ადგილი დოღუბაიაზითი
საქმიანობა მწერალი, პოეტი და ფილოსოფოსი
ენა ქურთული ენა, არაბული ენა და სპარსული ენა
მოქალაქეობა Ottoman flag.svg ოსმალეთის იმპერია

აჰმედ ხანი (ქურთ. Ehmedê Xanî) (დ. 1650, ქ. ბაიაზიდი, ახლანდელი დოღუბაიაზიდი — გ. 1707) — ქურთი პოეტი, მწერალი და ფილოსოფოსი. დაიბადა ჰაკარის პროვინციაში (დღევანდელი თურქეთი). იცოდა სპარსული, არაბული, თურქული ენები. ბაიაზიდში საკუთარი სახსრებით ააგო მეჩეთი და მედრესე. აჰმადე ხანს აქვს შეტანილი დიდი წვლილი როგორც ქურთულ, ასევე არაბულ და სპარსულ ლიტერატურაში. 1683 წელს მან შეადგინა არაბულ-ქურთული ლექსიკონი „Nûbihara Biçûkan“ („ნუბარი“).

ქურთისტანში ფართოდ გავრცელებული თქმულების საფუძველზე შექმნა პატრიოტულ-რომანტიკული პოემა „მამე და ზინე“. ეს სასიყვარულო პოემა ქურთულ ლიტერატურ ეპოპეად არის ცნობილი. ავტორია პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული ფილოსოფიური ღაზალებისა. აჰმადე ხანი იყო ერთ-ერთი პირველი ქურთი, რომელმაც ქურთისტანის დამოუკიდებლობაზე დაიწყო ლაპარაკი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Swartz A. Open Library — 2007.
  • 2.0 2.1 Store norske leksikon — 1978.