აჰმედ ნიჰად ოსმანოღლუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აჰმედ ნიჰად ოსმანოღლუ
Ahmed Nihad Osmanoğlu
ოსმანთა დინასტიის თავმჯდომარე
მმართ. დასაწყისი: 23 აგვისტო, 1944
მმართ. დასასრული: 4 ივნისი, 1954 (9 წელი)
წინამორბედი: აბდულმეჯიდ ოსმანოღლუ
მემკვიდრე: ოსმან ფუად ოსმანოღლუ
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 5 ივლისი, 1883
დაბ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 4 ივნისი, 1954 (69 წლის)
გარდ. ადგილი: ბეირუთი, ლიბანი
შვილები: ალი ვასიბ ოსმანოღლუ
დინასტია: ოსმანები
მამა: შეჰზადე მეჰმედ სელაჰადინ ეფენდი
დედა: ნაზიქნაზ ჰანიმეფენდი
რელიგია: ისლამი

აჰმედ ნიჰად ოსმანოღლუ (თურქ. Ahmed Nihad Osmanoğlu; დ. 5 ივლისი, 1883 — გ. 4 ივნისი, 1954) — ოსმანთა დინასტიის თავმჯდომარე. მურად V-ს შვილიშვილი და მეჰმედ სელაჰადინ ეფენდის ვაჟი. დედამისი იყო ნაზიქნაზ ჰანიმეფენდი. 1924 წელს, როდესაც ოსმანთა დინასტიის ყველა წევრი თურქეთიდან განდევნეს, აჰმედ ნიჰადი დასახლდა ბეირუთში, ლიბანის ქალაქში, სადაც იქვე გარდაიცვალა.

1944 წელს, უკანასკნელი ხალიფის, აბდულმეჯიდ II-ის გარდაცვალების შემდეგ, იგი გახდა ოსმანთა სახლის თავმჯდომარე.

მისი მეუღლე იყო საფირუ ჰანიმეფენდი (1884-1975), რომლისგანაც ჰყავდა ერთადერთი შვილი ალი ვასიბი, რომელიც შემდეგში გახდა დინასტიის თავმჯდომარე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]