აჰმედ კურეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აჰმედ კურეი
არაბ. أحمد قريع
აჰმედ კურეი არაბ. أحمد قريع
აჰმედ კურეი და აშშ სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი
პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის მე-2 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 სექტემბერი 2003 – 29 მარტი 2006
წინამორბედიმაჰმუდ აბასი
მემკვიდრეისმაილ ჰანია

დაბადებული26 მარტი, 1937 (84 წლის)
აბუ-დისი, პალესტინა
მოქალაქეობაპალესტინის დროშა პალესტინა
პოლიტიკური პარტიაფათხი
რელიგიასუნიტური ისლამი
ჯილდოებინორვეგიის სამეფოს ორდენი

აჰმედ ალი მუჰამედ კურეი (არაბ. أحمد قريع, ასევე ცნობილი როგორც აბუ ალა (არაბ. أبو علاء), დ. 1937 წლის 26 მარტი, აბუ დისი, პალესტინის სამანდატო ტერიტორია) —პალესტინელი სახელმწიფო მოღვაწე და პოლიტიკოსი,  მოძრაობა ფათხის  წარმომადგენელი .1994-1996 წლებში პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროების ხელმძღვანელი, 1996-2003 წლებში პალესტინის საკანონმდებლო საბჭოს თავმჯდომარე, 2003–2006 წლებში პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრემიერ მინისტრი.[1][2][3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჰმედ კურეი დაიბადა 1937 წელს იერუსალიმის გარეუბან აბუ დისში, მდიდარ არაბულ ოჯახში. თავიდან საბანკო სფეროში მუშაობდა. 1968 წელს შეუერთდა პალესტინის ორგანიზაცია „ფათხს“. 1970 -იანი წლებიდან კურეი ხელმძღვანელობდა ფათხის ეკონომიკურ სტრუქტურას, რომელიც ცნობილია, როგორც „სამედი“— პალესტინელი მოწამეთა შრომის საზოგადოება. 1970-იანი წლების შუა პერიოდიდან აჰმედ კურეი ლიბანში „ფათხის“ მფლობელობაში მყოფ საწარმოებს მართავდა, საიდანაც შემოსავალი 1980 წლისთვის 40 მილიონ აშშ დოლარს  შეადგენდა.  საწარმოები 6500 მუშახელით ლიბანში უდიდესი დამსაქმებლის ფუნქციას ასრულებდნენ.

1982 წელს კურეი დაინიშნა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. იმავე წელს მან დატოვა ლიბანი და  იასირ არაფატს გაჰყვა გადასახლებაში  ტუნისში. პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში ბევრი გავლენიანი რადიკალის ძალისმიერი მეთოდებით ჩამოშორების  ფონზე, კურეიმ სწრაფად დაიწყო იერარქიული აღმასვლა.  1989 წელს იგი ფათხის ცენტრალური კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1993 წელს ხელმძღვანელობდა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის წარმომადგელობას ოსლოში გამართული საიდუმლო მოლაპარაკებების დროს ისრაელის დელეგაციასთან.  ეს შეხვედრა გახდა  ორმხრივი ისრაელპალესტინის სამშვიდობო პროცესის დასაწყისი.

1990 -იანი წლების დასაწყისში აჰმედ კურეი განაგრძობდა საკვანძო როლის შესრულებას პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის  ეკონომიკურ საქმიანობაში. 1993 წელს მან მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე წარმოადგინა პალესტინის ტერიტორიების განვითარების გეგმა.[4]

იმავე წლის 5 ივლისს, მას შემდეგ, რაც  პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის (პგო) ხელმძღვანელობა გადავიდა პალესტინაში, აჰმედ კურეი დაინიშნა ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრად იასერ არაფატის მთავრობის პირველ კაბინეტში და ასევე ხელმძღვანელობდა პალესტინის ეკონომიკური განვითარებისა და რეკონსტრუქციის საბჭოს. მოგვიანებით იგი დაინიშნა პალესტინის მრეწველობის მინისტრად. კიდევ ერთხელ, როგორც დიპლომატიური წარმომადგენელი, კურეი მონაწილეობდა ტაბაში (ეგვიპტე) გამართულ მოლაპარაკებებში, რის შედეგადაც 1995 წლის სექტემბერში ხელი მოეწერა ისრაელსა და  პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციას (პგო) შორის დროებით შეთანხმებებს.

პალესტინის საკანონმდებლო საბჭოს არჩევნებში კანდიდატებს შორის  კურეიმ  ყველაზე მეტი ხმა მიიღო იერუსალიმიდან. 1996 წლის იანვარში საბჭოს ჩამოყალიბების შემდეგ გახდა მისი სპიკერი; 1998 და 2001 წლებში წარმატებით იქნა ხელახლა არჩეული ამ პოსტზე. 1999 წლის ივლისში, ისრაელელი კოლეგის, აბრაამ ბურგის მოწვევით, კურეი ეწვია ქნესეთს. იმ დროს აჰმედ კურეი  გახლდათ ყველაზე მაღალი რანგის პალესტინრლი პოლიტიკოსი, ვინც ამგვარი ვიზიტი განახორციელა. 2000 წელს მან იასირ არაფატთან ერთად მიიღო მონაწილეობა კემპ დევიდის სამიტში, სადაც ისრაელის მხარეს წარმოადგენდა ეჰუდ ბარაკი, ხოლო აშშ -ს პრეზიდენტი ბილ კლინტონი შუამავალის როლს ასრულებდა.[5]

2003 წელს, პალესტინის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის, მაჰმუდ აბასის გადადგომის შემდეგ, მის ადგილას დაინიშნა აჰმედ კურეი .2004 წლის ივლისში, ღაზას სექტორში ქაოსისა და მზარდი ძალადობის ფონზე, თავად კურეიმ დატოვა პრემიერ მინისტრის პოსტი, მაგრამ არაფატმა მოახერხა დაერწმუნებინა იგი დარჩენილიყო მთავრობის მეთაურად. 2004 წლის შემოდგომაზე არაფატის გარდაცვალების შემდეგ, კურეიმ, მაჰმუდ აბასმა და პგო-ს მაღალი რანგის სხვა ლიდერებმა  გადაწყვიტეს  ამ რგანიზაციის იერარქიაში მემკვიდრეობის საკითხი. საბოლოოდ, კურეიმ შეინარჩუნა პრემიერ მინისტრის პოსტი, აბასი გახდა ფათხის ახალი ხელმძღვანელი, ხოლო პალესტინის საკანონმდებლო საბჭოს სპიკერმა რაუჰი ფათჰუმ დროებით მიიღო პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციის პრეზიდენტის თანამდებობა.[6]

აჰმედ კურეი კურეი პრემიერ მინისტრის პოსტზე დარჩა 2006 წლის პალესტინის საკანონმდებლო საბჭოს არჩევნებში ფათხის დამარცხებამდე, რის შემდეგაც იგი შეცვალა ისმაილ ჰანიამ. 2009 წელს კურეიმ ასევე  ადგილი დაკარგა ფათხის ცენტრალურ კომიტეტში. [7][8]

პოლიტიკური პოზიციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კურეი, განათლებით ეკონომისტი, ცნობილია, როგორც განსაკუთრებული  ხიბლის მქონე წარმატებული დიპლომატი, იუმორის გრძნობითა და მოთმინებით. პალესტინის წრეებში მას აქვს ზომიერი, პრაგმატული პოლიტიკოსის რეპუტაცია. მისი კუთვნილი  კომპანია აწარმოებს ცემენტს ისრაელის დასახლებების,  მათ შორის ებრაული ოლქის ჰარ ჰომას მშენებლობისთვის  სამხრეთ იერუსალიმში.

ამავე დროს, კურეი მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქის შექმნას იერუსალიმში და პალესტინელი ლტოლვილების ისრაელში დაბრუნებას. ალ-აქსას ინტიფადას დროს მან ხაზი გაუსვა, რომ ის იყო პალესტინელთა შეიარაღებული ბრძოლის მომხრე ისრაელის მიერ მათი მიწების ოკუპაციის წინააღმდეგ, მაგრამ ამავდროულად ეწინააღმდეგებოდა თვითმკვლელი ტერორისტების ქმედებებს ისრაელის ტერიტორიაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ahmed Qorei Fast Facts CNN (December 22, 2016). ციტირების თარიღი: 26 ოქტომბერი 2017.
  2. "BBC NEWS | Middle East | Profile: Ahmed Qurei". news.bbc.co.uk. 12 November 2003
  3. New Palestinian government approved.[მკვდარი ბმული] CNN, 12 November 2003.
  4. Arafat denies he is facing crisis. BBC, 24 July 2004
  5. Israeli Cabinet Votes to Expel Arafat, but Delays Action. PBS, 11 September 2003
  6. Palestinians to hold thrice-delayed vote on cabinet. Agencies/China Daily, 24 February 2005
  7. Palestinian designate: Future as PM uncertain. CNN, 12 October 2003
  8. ^ Khaled Abu Toameh, Qurei calls for reconsidering one-state solution, Jerusalem Post, March 17, 2012.