აჰმედ ადნან საიგუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ძეგლი ანკარაში

აჰმედ ადნან საიგუნი (თურქ. Ahmed Adnan Saygun; დ. 7 სექტემბერი, 1907, იზმირი — გ. 6 იანვარი, 1991, სტამბოლი) — თურქი კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნე და პედაგოგი, ეროვნული მუსიკალური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი, პირველი თურქული ნაციონალური ოპერის ავტორი[1].

დაიბადა 1907 წელს იზმირში, მათემატიკის მასწავლებლის ოჯახში. 1928-1931 წლებში სწავლობდა პარიზში. 1934-1935 წლებში ხელმძღვანელობდა პრეზიდენტის ორკესტრს. 1936 წლიდან სტამბოლის კონსერვატორიის პედაგოგია. ამავე წელს ბელა ბარტოკთან ერთად იმოგზაურა ანატოლიაში და შეაგროვა ხალხური სიმღერები.

გარდაიცვალა 1991 წელს. ამავე წელს თურქეთში გამოუშვეს ვერცხლის მონეტა საიგუნის გამოსახულებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]