აჰმედ-ბეგ აგაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აჰმედ-ბეგ აგაევი
Ahmed bey Agayev.jpg
დაბ. სახელი 1869 წლის დეკემბერი
დაბ. თარიღი შუშა
გაუჩინარდა სტამბოლი, თურქეთი
გარდ. თარიღი 19 მაისი, 1939

აჰმედ-ბეგ აგაევი (აზერ. Əhməd bəy Ağaoğlu; დ. 1868 — გ. 19 მაისი, 1939) — აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი და თურქოლოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჰმედ-ბეგ აგაევი დაიბადა არისტოკრატიულ ოჯახში 1865 წელს, ქალაქ შუშაში. თავისი გვარის ტრადიციებიდან გამომდინარე მიიღო საღვთო განათლება. ისწავლა არაბული და სპარსული. პირველადი განათლება მიიღო შუშის ლიცეუმში. ტიფლისის გიმნაზიაში რუსულად საშუალო განათლების მიღების შემდეგ 1887 წელს აჰმედ-ბეგმა გააგრძელა სწავლა პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1888 წელს გაემგზავრა პარიზში და იქ გააგრძელა სწავლა სორბონის კოლეჯ დე ფრანსის აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლაში. სწავლის დროს თავისი სტატიები გამოაქვეყნა ისლამურ და პოლიტიკურ გამომცემლობებში. აგაევი გახდა ცნობილი ფრანგული პოლიტიკური გამომცემლობის „Journal des débats“-ის კორესპონდენტი სპარსეთის მიმართულებით.

1894 წელს აგაევი დაბრუნდა ყარაბაღში, სადაც ასწავლიდა ფრანგულს ქალაქ შუშის სასწავლებელში. 1897 წელს საცხოვრებლად გადავიდა ბაქოში, იგი აგრძელებს თავის პედაგოგიურ მოღვაწეობას და გამოსცემს გაზეთს „კასპი“. 1904 წლის იანვრიდან აგაევი ხდება გაზეთ „ჰაიათის“ ერთ-ერთი რედაქტორი. ასევე მონაწილეობას იღებს რიგი გაზეთების დაარსებაში. 1905 წელს გაზეთი „ირშადი“ და 1908 წელს - „ტარაგი“. მის მიერ იქნა დაწერილი: „ჰაჯი სეიდ აზიმის თხზულებები“, „შექსპირის ოტელო“, „შილერის ყაჩაღები“, „გორკი და მუსულმანობა“, „თათარი ასლანი“ გორკის პიესიდან. 1905—1907 წლების რუსეთის რევოლუციის დროს აჰმედ-ბეგი ხდება საზოგადოებრივი მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად. 1909 წელს აჰმედ-ბეგი საცხოვრებლად გადადის თურქეთში, სადაც აქტიურად მონაწილეობს განმანთავისუფლებელ მოძრაობვაში. 1915 წელს იგი შედის „რუსეთის თურქ-თათარ მუსლიმთა უფლებების დაცვის კომიტეტში“. 1918 წელს აგაევი ინიშნება კავკასიის ისლამური ჯარის ნური ფაშას მრჩევლად. ამ სტატუსით იგი ჩამოდის აზერბაიჯანში. ბაქოდან თურქული ჯარის გაყვანის შემდეგ 1918 წლის ბოლოს აჰმედ-ბეგი რჩება აზერბაიჯანში. 1919 წელს აჰმედ-ბეგი გახდა პარიზის სამშვიდობო კონფერენციის აზერბაიჯანის დელეგაციის წევრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Сеидзаде Д. Б. Из истории азербайджанской буржуазии в начале XX века. — Баку, 1978.