აჰმად ტეჯან კაბაჰი
| აჰმად ტეჯან კაბაჰი | |
|---|---|
| ინგლ. Ahmad Tejan Kabbah | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 16 თებერვალი, 1932[1] |
| დაბადების ადგილი | Pendembu |
| გარდაცვალების თარიღი | 13 მარტი, 2014[1] (82 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ფრიტაუნი |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | აბერისტუითის უნივერსიტეტი, Cardiff Metropolitan University და St. Edward's Secondary School |
| მეუღლე/ები | Patricia Kabbah და Isata Jabbie Kabbah |
აჰმად ტეჯან კაბაჰი (დ. 16 თებერვალი, 1932 — გ. 13 მარტი, 2014) — სიერა-ლეონელი პოლიტიკოსი, რომელიც ორჯერ იყო სიერა-ლეონეს მე-3 პრეზიდენტი: 1996 წლიდან 1997 წლამდე და კვლავ 1998-დან 2007 წლამდე.[2] პროფესიით ეკონომისტმა და ადვოკატმა, კაბამ მრავალი წელი გაატარა გაეროს განვითარების პროგრამაში (UNDP) მუშაობაში.[2] იგი გაეროდან პენსიაზე გავიდა და სიერა-ლეონეში 1992 წელს დაბრუნდა.[2]
1996 წლის დასაწყისში კაბაჰი აირჩიეს „სიერა-ლეონეს სახალხო პარტიის“ (SLPP) ლიდერად და იყო პარტიის კანდიდატი ქვეყნის პირველ თავისუფალ საპრეზიდენტო არჩევნებში იმავე წელს. მან ხმების 59%-ით გაიმარჯვა და დაამარცხა თავისი მთავარი მეტოქე ჯონ კარეფა-სმარტი. საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები თავისუფალ და სამართლიანად გამოაცხადეს. კაბაჰის წინასაარჩევნო დაპირება სამოქალაქო ომის დასრულება იყო, რასაც მან პრეზიდენტობის პერიოდში მართლაც მიაღწია.
ღრმად მორწმუნე მუსლიმი კაბაჰი დაიბადა პენდემბუში, კაილაჰუნის ოლქში, თუმცა გაიზარდა დედაქალაქ ფრიტაუნში. იგი ეთნიკურად მანდინგო იყო. კაბაჰი სიერა-ლეონეს პირველი და ამჟამად ერთადერთი მუსლიმი სახელმწიფო მეთაურია.[3]
კაბაჰის პირველი მეუღლე, პატრიცია ტაკერი, იყო მორწმუნე ქრისტიანი შერბროს ეთნიკური ჯგუფიდან. მათ ხუთი შვილი შეეძინათ. პატრიცია ძალიან გავლენიანი იყო მისი პრეზიდენტობის დროს და აქტიურად მუშაობდა ჰუმანიტარულ საკითხებზე. იგი 1998 წელს ავადმყოფობით გარდაიცვალა. ათი წლის შემდეგ კაბამ ცოლად შეირთო ისატა ჯაბი კაბა, ეთნიკურად მანდინგო და მუსლიმი.[4]
მისი მმართველობის პერიოდზე დიდი გავლენა იქონია სამოქალაქო ომმა „რევოლუციურ გაერთიანებულ ფრონტთან“ (RUF), რის გამოც იგი დროებით ჩამოაგდეს ხელისუფლებიდან 1997 წლის მაისიდან 1998 წლის მარტამდე. იგი ხელისუფლებაში ECOWAS-ის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ დაბრუნდა.
როგორც პრეზიდენტმა, კაბაჰმა დაიწყო პირდაპირი მოლაპარაკებები მეამბოხეებთან. მან ხელი მოაწერა რამდენიმე სამშვიდობო შეთანხმებას ფოდაი სანკოსთან, მათ შორის 1999 წლის ლომეს შეთანხმებას. როდესაც ზავი დაირღვა, კაბამ მოუწოდა ბრიტანეთს, გაეროსა და აფრიკის კავშირს დახმარებისკენ. 2002 წლის დასაწყისში კაბამ სამოქალაქო ომი ოფიციალურად დასრულებულად გამოაცხადა. იმავე წელს მან საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 70.1%-ით გაიმარჯვა, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი მარჟაა.
წარმომავლობა, ახალგაზრდობა და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალჰაჯი აჰმად ტეჯან კაბაჰი დაიბადა 1932 წლის 16 თებერვალს პენდემბუში. მამამისი, აბუ ბაქრ სიდიქ კაბაჰი, იყო ბიზნესმენი და მუსლიმი, წარმოშობით გვინეელი.[5] დედა, ჰაჯა ადამა კუმბერ კაბაჰი, მენდეს ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ თავად მუსლიმი იყო, კაბამ განათლება ფრიტაუნის წმინდა ედვარდის კათოლიკურ სკოლაში მიიღო.
უმაღლესი განათლება გაერთიანებულ სამეფოში, უელსში მიიღო და 1959 წელს ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა. მოგვიანებით შეისწავლა სამართალი და 1969 წელს ლონდონში ადვოკატი (Barrister-at-Law) გახდა.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაბაჰმმა თითქმის მთელი კარიერა საჯარო სექტორში გაატარა. იგი მუშაობდა სიერა-ლეონეს სხვადასხვა პროვინციაში რწმუნებულად (District Commissioner), მოგვიანებით კი იყო მუდმივი მდივანი ვაჭრობის, სოციალური დაცვისა და განათლების სამინისტროებში.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში კაბაჰი საერთაშორისო საჯარო მოხელე იყო. იგი ხელმძღვანელობდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ოპერაციებს ლესოტოში, ტანზანიასა და უგანდაში. ნიუ-იორკში დაბრუნების შემდეგ იგი კოორდინაციას უწევდა დახმარებას აფრიკის განმათავისუფლებელი მოძრაობებისთვის, როგორიცაა ნელსონ მანდელას „აფრიკის ეროვნული კონგრესი“ (ANC).
პოლიტიკური კარიერა სიერა-ლეონეში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1992 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მას სთხოვეს ეროვნული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარეობა, რომელსაც კონსტიტუციური მმართველობის აღდგენა და ახალი კონსტიტუციის პროექტი უნდა მოემზადებინა.
პირველი საპრეზიდენტო ვადა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1996 წელს კაბაჰი დასახელდა SLPP-ის კანდიდატად, როგორც კომპრომისული ფიგურა. 1996 წლის 29 მარტს იგი სიერა-ლეონეს პირველ თავისუფლად არჩეულ პრეზიდენტად იქცა. მან ჩამოაყალიბა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ფართო კოალიციური მთავრობა „პოლიტიკური ინკლუზიის“ ფილოსოფიით.
გადატრიალება და დევნილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1997 წლის მაისში სამხედრო გადატრიალებამ (AFRC ჯონი პოლ კორომას მეთაურობით) კაბაჰი აიძულა მეზობელ გვინეაში გაქცეულიყო. ცხრა თვის შემდეგ, ნიგერიის მეთაურობით ECOMOG-ის ძალებმა ხუნტა განდევნეს და კაბაჰი ხელისუფლებაში დააბრუნეს.
სამოქალაქო ომის დასრულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად არაერთი დარღვეული შეთანხმებისა, კაბაჰი განაგრძობდა მშვიდობის ძიებას. 2000 წელს, როდესაც მეამბოხეები კვლავ დაემუქრნენ ფრიტაუნს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა 800 ჯარისკაცი გაგზავნა ქალაქის დასაცავად.[6] კაბაჰი ბლერის ამ ნაბიჯს ყოველთვის „დროულს“ უწოდებდა.
საერთაშორისო ძალების (ბრიტანეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ნიგერია და სხვ.) დახმარებით მეამბოხეები დამარცხდნენ. 2002 წელს კაბაჰმა ომი დასრულებულად გამოაცხადა. ბავშვ მეამბოხეებს ამნისტია და საჯარო სკოლებში სწავლის შესაძლებლობა მიეცათ. იმავე წელს იგი ხელახლა აირჩიეს ხმების 70.1%-ით.
ვადის დასრულება და გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაბაჰმა პოსტი 2007 წლის სექტემბერში დატოვა. კონსტიტუციით მას მესამედ კენჭისყრის უფლება არ ჰქონდა. პენსიაზე გასვლის შემდეგ იგი ხელმძღვანელობდა დამკვირვებელთა მისიებს კენიასა და ზიმბაბვეში.[7][8]
აჰმად ტეჯან კაბაჰი 82 წლის ასაკში, 2014 წლის 13 მარტს გარდაიცვალა ფრიტაუნში.[9][10][11] პრეზიდენტმა ერნესტ ბაი კორომამ ქვეყანაში ერთკვირიანი გლოვა გამოაცხადა. მას სახელმწიფო პატივით მიაგეს პატივი და დაკრძალეს კისი როუდის სასაფლაოზე, დედის გვერდით.[11]
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაბაჰი იყო სიერა-ლეონეს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. მას ასევე მიენიჭა საპატიო ხარისხები აშშ-სა (Southern Connecticut State University) და ბრიტანეთში (Bradford University) ქვეყანაში მშვიდობის დამყარებაში შეტანილი წვლილისთვის.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- 1 2 3 Shepherd, Melinda C.. Ahmad Tejan Kabbah | president of Sierra Leone en. ციტირების თარიღი: 2019-02-11
- ↑ Gberie, Lans. Tejan Kabbah: This Is My Life. NewAfrican. NewAfrican.
- ↑ Turay, Aruna. (May 11, 2008) The Wedding of Sierra Leone's Former President Ahmad Tejan Kabbah to Mrs. Isata Kabbah. Awareness Times Newspaper. Awareness Times Newspaper.
- ↑ (2 February 2012) Dictionary of African Biography. OUP USA, გვ. 244. ISBN 978-0-195-38207-5.
- ↑ Tony Blair's Sierra Leone Legacy Leone (18 July 2009).
- ↑ Kasambala, Tiseke (9 June 2008). „"Bullets for Each of You": State-Sponsored Violence since Zimbabwe's March 29 Elections“. Human Rights Watch.
- ↑ Cris Chinaka, "Mugabe to chair meeting", Reuters (IOL), April 3, 2008.
- ↑ Ahmad Tejan Kabbah, Who Guided Sierra Leone to Peace, Dies at 82. The New York Times (March 14, 2014).
- ↑ Sierra Leone war-time leader Ahmad Tejan Kabbah dies. BBC. BBC (March 13, 2014).
- 1 2 As Tejan Kabbah Passes On… 7 Days Mourning Begins Today!. Sierra Leone News Hunters. Sierra Leone News Hunters (March 14, 2014). ციტირების თარიღი: March 25, 2014