შინაარსზე გადასვლა

აჰაფოს რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
აჰაფოს რეგიონი
ინგლ. Ahafo Region
ქვეყანა განის დროშა განა
ადმ. ცენტრი Goaso
შიდა დაყოფა Asunafo North Municipal District, Asunafo South District, Asutifi North District, Asutifi South District, Tano North Municipal District და Tano South Municipal District
კოორდინატები 7°14′00″ ჩ. გ. 2°43′00″ დ. გ. / 7.23333° ჩ. გ. 2.71667° დ. გ. / 7.23333; -2.71667
ფართობი 5196 კმ²
მოსახლეობა 564 668[1] კაცი (2021)
სიმჭიდროვე 108,67 კაცი/კმ²

აჰაფოს რეგიონი (ინგლ. Ahafo Region) — განის 16 რეგიონიდან ერთ-ერთი. პირველი დონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. ფართობი – 5196 კმ². ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი გოასო.

ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ბონოს რეგიონს, აღმოსავლეთიდან აღმოსავლეთ ბონოსა და აშანტის რეგიონებს, სამხრეთიდან ჩრდილო-დასავლეთის რეგიონს.

1957 წლის 6 მარტს განის დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 1959 წელს ყოფილი ბრიტანული კოლონია ოქროს ნაპირის აშანტის რეგიონს გამოეყო ბრონგ-აჰაფოს რეგიონი, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი იყო სუნიანი.

აჰაფოს რეგიონის ადმინისტრაციული რუკა

2018 წლის 27 დეკემბერს ჩატარდა რეფერენდუმი, რის შემდეგაც ბრონგ-აჰაფოს რეგიონი გაიყო ბონოს რეგიონად, აღმოსავლეთ ბონოს რეგიონად და აჰაფოს რეგიონად, ჩრდილოეთ რეგიონს გამოეყო ჩრდილო-აღმოსავლეთის და სავანის რეგიონები, ვოლტის რეგიონს გამოეყო — ოტის რეგიონი, დასავლეთის რეგიონს გამოეყო — ჩრდილო-დასავლეთის რეგიონი. ახალი რეგიონების შექმნა გახდა 2016 წლის 7 დეკემბრის განის საყოველთაო არჩევნებამდე ახალი პატრიოტული პარტიის წინასაარჩევნო დაპირებების აღსრულება, რომელზეც პარტიამ გამარჯვება მოიპოვა. ამ არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიის ლიდერი ნანა აკუფო-ადო გახდა პრეზიდენტი. ახალმა პრეზიდენტმა შექმნა რეგიონების რეორგანიზაციისა და განვითარების სამინისტრო. ახალი რეგიონები შეიქმნა 2019 წლის 13 თებერვალს.[2]

  1. Citypopulation Ghana 2021
  2. Akufo-Addo presents Constitutional Instrument to delegations from Ahafo & Bono East Region. GhanaWeb (2019-02-14). ციტირების თარიღი: 2019-10-21