აჯმანი (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დასახლებული პუნქტი
აჯმანი
არაბ. عجمان (مدينة)
Ajman Nov. 2010 -24.jpg
დროშა
Flag of Ajman.svg

ქვეყანა არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები
კოორდინატები 25°23′58″ ჩ. გ. 55°28′47″ ა. გ. / 25.39944° ჩ. გ. 55.47972° ა. გ. / 25.39944; 55.47972
ცენტრის სიმაღლე 14 მეტრი
მოსახლეობა 238 119 (2010)
ოფიციალური საიტი http://www.ajman.ae
აჯმანი (ქალაქი) — არაბთა გაერთიანებული საამიროები
აჯმანი (ქალაქი)

აჯმანი (არაბ. عجمان) — ქალაქი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. აჯმანის საამიროს ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქი მდებარეობს სპარსეთის ყურის სანაპიროზე, ქალაქ შარჯადან რამდენიმე კილომეტრში. აჯმანის მოსახლეობა 490 ათასია (2017): იგი მოსახლეობის რაოდენობით მე-5 ადგილზეა არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქებს შორის.

აჯმანი დიდი ხნის განმავლობაში რეგიონში ცნობილი იყო მარგალიტის მოპოვებით და თევზჭერით.  ქალაქის სწრაფი ზრდა დაიწყო ახლომდებარე მეგაპოლისების - დუბაის და შარჯას სწრაფი განვითარების წყალობით. ქალაქში არის საზღვაო პორტი.  თანამედროვე მინაბოჭკოვანი ხომალდები ჯერ კიდევ უძველესი ტექნოლოგიების გამოყენებით მზადდება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის გერბი
ქალაქის გერბი

ალ-ბუ-ჰარაიბან-ნუაიმის მმართველობა აჯმანში დაიწყო 1816 წელს, როდესაც შეიხ რაშიდ ბინ ჰუამიდ ალ-ნუაიმმა და მისმა ორმოცდაათმა მიმდევარმა ხანმოკლე კონფლიქტის დროს დაამარცხეს ალ-ბუ-შამის-ნუაიმის ტომის წევრები და აიღეს აჯმანის სანაპირო დასახლება[1]თუმცა, აჯმანის ფორტი საბოლოოდ დაეცა მხოლოდ 1816 - 1817 წლებში. რაშიდის და მისი მიმდევრების მმართველობა აღიარა მეზობელი შარჯას და რას-ალ ხაიმას- ის გავლენიანმა შეიხმა- შეიხ სულთან ბინ საქრ ალ ქასიმმა. [2]

1820 წლის 8 იანვარს ბრიტანეთის ჯარების მიერ სერ ვ.გ. კეირის მეთაურობით რას-ალ-ხაიმას დარბევის შემდეგ, სულთან ბინ საქრ ალ-ქასიმმა ხელი მოაწერა საერთო საზღვაო ხელშეკრულებას გაერთიანებულ სამეფოსთან 1820 წლის 4 თებერვალს. ხელშეკრულებას 1820 წლის 15 მარტს ფალაიას ფორტში შეუერთდა  რასიდ ბინ ჰუმაიდი.[3]1843 წელს ომანის ხელშეკრულების მონაწილე შეიხებსა (Trucial Sheikhs) და ბრიტანეთს შორის დაიდო საზღვაო ხელშეკრულება. მომდევნო შეთანხმება  შედგა 1853 წლის 4 მაისს.  შეიხებმა, მათ შორის აჯმანის შეიხმა, დადეს "სამუდამო სამშვიდობო ხელშეკრულება". ამ ხელშეკრულების ასლი გამოფენილია აჯმანის მუზეუმში. 1892 წელს ხელმოწერილი კიდევ ერთი ხელშეკრულება ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოებს აკავშირებდა დიდ ბრიტანეთთან.[4]

მე -20 საუკუნისთვის, ბრიტანელი დიპლომატის ჯონ გორდონ ლორიმერის მიერ ხელშეკრულების მონაწილე  ქვეყნების (Trucial States) სანაპიროს კვლევამ აჩვენა, რომ აჯმანი იყო პატარა ქალაქი, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 750 ადამიანი იყო (შედარებისთვის, იმ დროისთვის დუბაის მოსახლეობა 10 000 კაცზე მეტს ითვლიდა) [5].

1971 წლის 2 დეკემბერს აჯმანი შეიხ რაშიდ ბინ ჰუამიდ ალ-ნუაიმის მეთაურობით შეუერთდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჯმანის სანაპირო

ქალაქში ცხოვრობს საამიროს მოსახლეობის 90% -ზე მეტი. ის დუბაი-შარჯა-აჯმანის ტერიტორიის ნაწილია. ბოლო დროს მოსახლეობის ზრდის მიზეზი მეზობელი საამიროებიდან, განსაკუთრებით დუბაიდან და შარჯადან მოსახლეობის ნაკადის შემოდინებაა.

კომერცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში მდებარეობს  საემიროს მმართველის რეზიდენცია. აჯმანში განლაგებულია კომპანიები, კომერციული ბაზრებს და 50 – მდე საერთაშორისო და ადგილობრივი საცალო მაღაზია.  ბანკებიდან აღსანიშნავია: საამიროების დუბაის ეროვნული ბანკი, აჯმანის ბანკი, არაბული ბანკი PLC, ირანის ბანკი და დუბაის კომერციული ბანკი. ქალაქში განვითარებულია  თევზჭერის ინდუსტრია.  კომერციულ საქმიანობას ეწევიან  არაბთა გაერთიანებული საამიროების ზღვის პროდუქტების იმპორტიორები / ექსპორტიორები. პოპულარული  სავაჭრო ცენტრებია: Ajman China Mall და City Center Ajman.

თავისუფალი ზონა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისუფალი ზონა

აჯმანის პორტს და აჯმანის თავისუფალ ზონას, რომელსაც შეუძლია 1500 კომპანიის მასპინძლობა და წელიწადში 1000-ზე მეტი გემების მომსახურება, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საამიროების ეკონომიკაში. ახენს  ექსპორტირებას 65-ზე მეტ ქვეყანაში. თავისუფალი ზონის კომპანიები წარმოადგენენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ყველა სამრეწველო საწარმოს დაახლოებით 20% -ს, ამ ზონაში დაახლოებით 256 ინდუსტრიული კომპანია მუშაობს. [6][7]

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჯმანის მუზეუმი
მეჩეთი აჯმანის სანაპიროზე

აჯმანი ცნობილია თავისი ეროვნული ისტორიის მუზეუმით არქეოლოგიური აღმოჩენების, ხელნაწერების და იარაღის ექსპოზივციებით. ვიზიტორებს შეუძლიათ მოინახულონ კვადრატული საგუშაგო კოშკი, ალ-ნუამის მეჩეთი, აქლემების რბოლა.

საამიროების სხვა ქალაქებისაგან განსხვავებით, შედარებით ზომიერი კლიმატის გამო, საამიროს ადმინისტრაციული ცენტრი წარმოადგენს მეზობელი ამირებისა და მათი ოჯახების დასასვენებელ ადგილს.

ტურისტებს შორის დიდი პოპულარულობით სარგებლობს აჯმანის ახლად განვითარებული ალზორას რაიონი.  აქ სხვადასხვა სახის გასართობია ყველა ასაკის ვიზიტორისათვის.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Air Ajman.jpg

აჯმანში მდებარეობს საზღვაო პორტი, ასევე Arab Heavy Industries, ერთ – ერთი უდიდესი გემთმშენებელი კომპანია.

აჯმანის მაცხოვრებლებს შეუძლიათ გამოიყენონ შარჯის საერთაშორისო აეროპორტი საერთაშორისო საჰაერო მოგზაურობისთვის, რომელიც ქალაქიდან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

აჯმანის მაცხოვრებლებს შეუძლიათ გამოიყენონ შარჯის საერთაშორისო აეროპორტი საერთაშორისო ფრენებისათვის, რომელიც სულ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.[8]

უნივერსიტეტები და კოლეჯები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Густерин П. В. Города Арабского Востока. — М.: Восток—Запад, 2007. — 352 с. — (Энциклопедический справочник). — 2000 экз. — ISBN 978-5-478-00729-4.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Wilson, Graeme (2010). Rashid: Portrait of a Ruler. UK: Media Prima. p. 21. ISBN 9789948152880.
  2. Wilson, Graeme (2010). Rashid, portrait of a ruler. London. p. 21. ISBN 9789948152880. OCLC 843954755[მკვდარი ბმული].
  3. General Maritime Treaty, 1820
  4. Schofield, R (1990). Islands and Maritime Boundaries of the Gulf 1798–1960. UK: Archive Editions. p. 543. ISBN 9781852072759.
  5. Lorimer, John G (1908). Gazetteer of the Persian Gulf Oman & Central Arabia. Bombay: Government of India. pp. 1433–1451.
  6. "Ajman Free Zone". UAEFreeZones.com. Retrieved 30 November 2014.
  7. Ajman Free Zone Archived April 18, 2008, at the Wayback Machine
  8. "Ajman travel guide". www.world66.com. Archived from the original on 2010-01-24. Retrieved 31 July