აჯიგოლის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აჯიგოლის ტბა
Adzhigol200817.jpg
კოორდინატები: 45°06′35″ ჩ. გ. 35°27′48″ ა. გ. / 45.10972° ჩ. გ. 35.46333° ა. გ. / 45.10972; 35.46333
მდებარეობა უკრაინის დროშა უკრაინა
სიგრძე 1,23 კმ
სიგანე 0,55 კმ
ფართობი 0,49 კმ²
სანაპირო ზოლის სიგრძე 3,6 კმ
მაქსიმალური სიღრმე 0,6 
საშუალო სიღრმე 0,35 
აჯიგოლის ტბა — უკრაინა
აჯიგოლის ტბა

აჯიგოლის ტბა (უკრ. Аджіголь) — შრობადი მარილიანი ტბა უკრაინაში, ქერჩის ნახევარკუნძულზე. ლიმანური წარმოშობისაა. ფართობი 0,49 კმ², საშუალო სიღრმე 0,35 მ, მაქსიმალური სიღრმე 0,6 მ. შავ ზღვას გამოეყოფა ვიწრო ყელით, რომელზედაც გადის მაგისტრალური გზა. სანაპირო ხაზზეა თავთხელი. ზაფხულში შრება. ნალექების საშუალოწლიური რაოდენობა 400-450 მმ წელიწადში. იკვებება ზედაპირული და მიწისქვეშა წყლებით. სამკურნალო ტალახის მარაგი 70 ათას ტონას აღწევს. ფსკერი დაფარულია სამკურნალო ტალახით, თუმცა ადამიანის უთადარიგო საქმიანობის შედეგად ტბამ დაკარგა თავისი სამკურნალო თვისებები. იზრდება წყლის მცენარეულობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Реки и озёра Крыма. — А. Н. Олиферов, З. В. Тимченко — Симферополь: Доля, 2005. — 216 с.