აჯანყების მოედანი (ტაგანროგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აჯანყების მოედანი, 2011 წ.

აჯანყების მოედანი (რუს. Площадь Восстания) — მოედანი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჯანყების მოედანი შემოსაზღვრულია ფრუნზესა და ოქტომბრის ქუჩებით, ასევე სმირნოვის შესახვევით. მას აგრეთვე ერთი მხრიდან ესაზღვრება რკნიგზის სადგურის შენობა მიმდებარე ნაგებობებით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჯანყების მოედანი მდებარეობს ყოფილი ბაზრის მოედანზე, რომელიც ვრცელდებოდა თანამედროვე აჯანყების მოედნიდან ბაზრის შესახვევამვე (ამჟამად გოგოლევის შესახვევი)[1]. 1860-იან წლებამდე აქ მდებარეობდა ე. წ. „საბალახო მიწა“.

რკინიგზის მშენებლობისა და აქ სადგურის აშენების შედეგად ტერიტორია სწრაფად განაშენიანდა. გიმნაზიის (ამჟამად - ოქტომბრის ქუჩა) ქუჩის მხრიდან მოედანს ესაზღვრებოვა მიქაელ მთავრანგელოზის ეკლესია, რაფტოპულოს სასტუმრო (უკანასკნელი მფლობელის გვარის მიხედვით), ბელოვის სახლი (ამჟამად - ქალაქის რადიოკვანძი).

თანამედროვე საერთაშორისო რკინიგზის სადგურის ადგილზე მდებარეობდა ტყის საწყობები, სადაც ამზადებდნენ და ვაჭრობდნენ ხის კასრებით. მთელი სადგურის მოედანი გადაიქცა სავაჭრო ადგილად, სადაც ათობით მაღაზია და სადგომი აშენდა. ერთ-ერთ მათგანში 1873 წელს ვაჭრობდნენ გიმნაზისტი ძმები ალექსანდრე და ანტონ ჩეხოვები. ყოველწლიური ბაზრობა იმართებოდა სადგურთან ახლოს, სწორედ ამიტომ ეწოდა „ბაზრის მოედანი“, რომლის ნაწილზეც ამჟამად განთავსებულია აჯანყების მოედანი[2]. მოედნის შუაგულში იდგა სასადილო ოთახები ღარიბი მოსახლეობისათვის, ხოლო ბაზრობის დღეებში დგამდნენ კარუსელებსაც. სასაფლაოს შესახვევის მხრიდან 1910-იან წლებში მდებარეობდა ტრაქტირი „სარატოვი“ და რეიტის სასტუმრო სახლი, რომელიც მოსახლეობაში ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა. ყველა აღნიშნული ნაგებობა დაანგრიეს ძირითადად 1930-იან წლებში, როდესაც დაიწყო მოედნის ტერიტორიის კეთილმოწყობა.

1935 წელს აქ გააკეთეს სკვერი და დადგეს მოქანდაკე დავიდ იაკერსონის მიერ შესრულებული ლენინის ძეგლი (გაანადგურეს გერმანელებმა ქალაქის ოკუპაციის პერიოდში)[3]. ამავე წელს მოედანმა მიიღო ახალი სახელწოდება - აჯაყების მოედანი - 1918 წლის იანვრის ამბების პატივისცემის ნიშნად. ეს სახელწოდება იმ პერიოდში ნაკლებად გამოიყენებოდა, ტაგანროგელები უწოდებენ სადგურის მოედანს. მოედანს მეორედ უწოდეს აღნიშნული სახელი 1958 წლის 13 თებერვალს. 1976 წელს აქ დადგეს ორთქმავლის ძეგლი[2].

1990-იან წლებში მოედანზე მომრავლდა მაღაზიები, კაფეტერიები, რესტორნები.

2002-2005 წლებში მოედნის რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა არქიტექტორ პეტრე ბონდარენკოს პროექტის მიხედვით[4].

2012 წელს სადგურის შენობის წინ ააშენეს და აკურთხეს ტაგანროგის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სამლოცველო, რამაც გამოიწვია სპეციალისტების კრიტიკა, რომლებიც თვლიდნენ, რომ ახალმა მშენებლობებმა მოედანი „მხოლოდ გააქრო“[5][6].

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Киричек М. С. По ладоням твоих площадей. — Таганрог: Лукоморье, 2007. — 166 с. — ISBN 978-5-902450-13-9.
  2. 2.0 2.1 Киричек М. С. Восстания площадь // Таганрог. Энциклопедия. — Таганрог: Антон, 2008. — С. 266. — ISBN 978-5-88040-064-5.
  3. Емельянов С. Н. Памятники В. И. Ленину в Таганроге // www.proza.ru. — 2009. — 7 апр.
  4. Киричек М. С. По ладоням твоих площадей. — Таганрог: Лукоморье, 2007. — С. 94. — ISBN 978-5-902450-13-9.
  5. Марков В. А. Современные тенденции архитектуры Таганрога // Сборник научн. трудов межд. научно-практической конференции «Задачи преобразования Таганрога». — Таганрог: Ангел Руси, 2013. — С. 90.
  6. Марев А. В Таганроге освятили новую часовню დაარქივებული 2017-12-01 საიტზე Wayback Machine. // donnews.ru. — 2012. — 20 ноября.