ახტიარის უფსკრული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახტიარის უფსკრული — კარსტული მღვიმე გაგრის მუნიციპალიტეტში, არაბიკის მასივის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2520 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედაიურულ კირქვებში. კასკადური ტიპისაა. ჯამური სიღრმე 410 მ. მოცულობა 40 ათ. მ³. მღვიმეში ჭერის ნგრევით წარმოიშვა 7 მოზრდილი დარბაზი, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება დახრილფსკერიანი დერეფნებით და კასკადური ჭებით. არის ციკლგავლილი მშრალი და წყლიანი დერეფნები, წყლის ტემპერატურა 2,5 °C — 3 °C.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ტატაშიძე (ტინტილოზოვი), ქართული ენციკლოპედია, ტ. 1; გვ. 306; თბილისი 1997