ახოს აღება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ახოს აღება, ახოს ატეხვა,მიწათმოქმედების ერთ-ერთი უძველესი და ფართოდ გავრცელებული სისტემა. სახნავ-სათესად იყენებდნენ ტყის გაკაფვისა და ჯირკების გადაწვით გამოთავისუფლებულ ნიადაგებს. მათი გამოფიტვის შემდეგ ითვისებდნენ ახალ ფართობებს (საბას განმარტებით, ახო არის "საყანური გაკაფული", ეს მნიშვნელობა სიტყვას ქართული ეთნოგრაფიულ სინამდვილეშიც ჰქონდა შემონახული). ძველ მიწათმოქმედი ტყის მოახოებისათვის ძირითადად ცეცხლს იყენებდა. ეს ტრადიცია საქართველოში გვიანობამდე შემორჩა. ახოს ასაღებას არჩევდნენ მზიან ადგილს, ამასთან ამჯობინებდნენ ფოთლოვანი ხეების ნადგომს. გაზაფხულზე ხეებს მიწიდან 15-20 სმ სიმაღლეზე ცულით ან სპეციალური ხის "საყვერით" ქერქს შემოაჭრიდნენ, რის შედეგად ხე ზეზეურად ხმებოდა. ხე-ტყის ნაწილს შეშად იყენებდნენ, ნაწილს - საშენ მასალად, უვარგისს კი ადგილზევე წვავდნენ. "ახალი ნატეხის" დასამუშავებლად ხმარობდნენ წერაქვს, ცულწერაქვს, ქაჩს, ორთოხს და სხვას. პირველი ორი-სამი წლის მანძილზე სახვნელ იარაღს არ იყენებდნენ, რადგან ნაკვეთში დარჩენილი ხის ფესფები სახვნელის მუშაობას აბრკოლებდა.

საახოედ ტყის გაკაფვას ხევსურეთში "ტყის დანაყვა" ეწოდებოდა. საახოო სისტემასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქერის მოყვანა. სხვა დანარჩენი მარცვლეული "ახალ ნატეხ" ნიადაგში ვერ ხარობდა. ორი-სამი წლის შემდეგ ნაკვეთზე სხვა მარცვლეულსაც თესავდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯალაბაძე გ., ქსე, ტ. 2, გვ. 108, თბ., 1977