ახოობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ახოობაახოიანი მიწათმოქმედების სისტემასთან დაკავშირებული სათემო დღეობა. იმართებოდა გუდამაყრილ ბექაურ-წიკლაურთა გვარის ძირი ხატის - ფუძის ანგელოზის, "პირიმზის" კარზე (ხევსურეთი, სოფ. უკანახო), მონაწილეობდა გუდამაყრის მთელი თემი. ვინაიდან ეს ხატი სოფ. დუმაცხოში უკანახოდან "გადმოსულად" ითვლებოდა, მორწმუნეთა პროცესია დუმაცხოდან ხატს (დროშა-ბორაყს) "მიაბრძანებდა თავის სამკვიდროში", სადაც იკვლებოდა ზვარაკი და იმართებოდა პურობა.

დღეობისათვის ლუდის ხარშვა და საჯაროზე კოდით დადგმა უმთავრესად "შარვანიანთა" სახლიკაცებს ევალებოდა. დღეობის დასასრულს იმართებოდა "ქვაბის წართმევის" ცერემონიალი. გამარჯვებულ სახლიკაცს მომავალ წელს უნდა დაედგა ლუდით კოდი, რაც დიდ სახელად ითვლებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რეხვიაშვილი ნ., ქსე, ტ. 2, გვ. 108, თბ., 1977