არტემ ახნაზაროვი
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან ახნაზაროვი, არტემ)
| არტემ ახნაზაროვი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 1 (13) ოქტომბერი, 1866 ან 13 ოქტომბერი, 1866[1] |
| დაბადების ადგილი | თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
| გარდაცვალების თარიღი | 28 მარტი, 1942[1] (75 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
| საქმიანობა | მწერალი[1] , ჟურნალისტი[1] , მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე |
| მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია |
არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვი (დ. 13 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 1 ოქტომბერი], 1866, თბილისი — გ. 28 მარტი, 1942, იქვე), ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი მოთხრობა „კაკაბაძე“ გამოაქვეყნა 1885 ჟურნალ „ნობათში“. ამ დროიდან მოყოლებული ქართულ ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა მისი მოთხრობები, ლექსები, სცენები, ფელეტონები „ორანის“, „ჩიორას“, „მანოელიძის“, „ალფას“, „დუშიკოს“ და სხვა ფსევდონიმებით. 1896—1902 წლებში თანამშრომლობდა ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“. თარგმნა ალექსანდრე პუშკინის , მიხეილ ლერმონტოვის, ლევ ტოლსტოის, მაქსიმ გორკის, ჯერომ კლაპკა ჯერომის, ემილ ზოლას, გი დე მოპასანისა]] და სხვათა ნაწარმოებები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაგოშიძე შ., არტემ ახნაზაროვი, თბ., 1971;
- იმედაშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 304, 1997
- იმედაშვილი გ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 108.
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.