სტეფანე ახმეტელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ახმეტელი, სტეფანე)
სტეფანე გიორგის ძე ახმეტელი (ახმეტელაშვილი)
დაბადების თარიღი 1877
დაბადების ადგილი ანაგა
გარდაცვალების თარიღი 1922
კუთვნილება რუსეთის იმპერია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ჯარის სახეობა ქვეითი ჯარი
წოდება გენერალ-მაიორი
ბრძოლები/ომები რუსეთ-იაპონიის ომი
პირველი მსოფლიო ომი
სომხეთ-საქართველოს ომი
წითელი არმიის შემოჭრა საქართველოში
ჯილდოები წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-4 ხარისხის ორდენი, Order of St. Anna 2nd class with swords, Order of St. Anne 3rd class with swords and bow და წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი

სტეფანე გიორგის ძე ახმეტელი (ახმეტელაშვილი) (დ. 1877 — გ. 1922) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1918).

დაამთავრა კადეტთა კორპუსი და სამხედრო სასწავლებელი სუმიში (უკრაინა). მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა (დაჯილდოვდა წმ. ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით) და პირველ მსოფლიო ომში (პოლკოვნიკი). საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (1918 წ.) მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება; სარდლობდა კორპუსს, ტფილისის გარნიზონის ეროვნული გვარდიის ნაწილებს, 1921 წ. საბჭოთა რუსეთის თავდასხმის დროს — სასაზღვრო ჯარებს. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დააპატიმრეს გენერალ ჭავჭავაძესა და გენერალ თავაძესთან ერთად და მოსკოვში გაგზავნეს. მოკლეს გზაში, რიაზანის ციხეში; ოფიციალური ვერსიით გარდაიცვალა ტიფით.

სტეფანე ახმეტელის უმცროსი ძმა იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი სიმონ (სიკო) ახმეტელაშვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბილისი, 2015. — გვ. 17, ISBN 978-9941-0-7386-1.
  • (რუსული) Джавахишвили Н.Г. Грузины под Российским Флагом: Грузинские военные и государственные деятели на службе России в 1703-1917, с. 86. Тбилиси: Издательство Тбилисского университета, 2003.