ახმეტელის თეატრი (თბილისის მეტრო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ახმეტელის თეატრი (მეტროსადგური))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახმეტელის თეატრი
Akhmeteli station.jpg
სადგურის ბაქანი
მდებარეობა გლდანის რაიონი
თბილისი, საქართველო
კოორდინატები 41°47′30″ ჩ. გ. 44°48′55″ ა. გ. / 41.7917639° ჩ. გ. 44.8155139° ა. გ. / 41.7917639; 44.8155139
ხაზი 1
ბაქანი 1
მშენებლობა
არქიტექტორი გ. რაზმაძე
ს. ჩოლოყაშვილი
ისტორია
გაიხსნა იანვარი 7, 1989 (1989-01-07)

ახმეტელის თეატრი (ყოფილი სახელწოდება გლდანი) — თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ბოლო გაჩერება. ხაზის შემდეგი სადგურია სარაჯიშვილი. მდებარეობს გლდანის დასახლებაში. იგი 1989 წელის 7 იანვარს გაიხსნა და მისი პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები გ. რაზმაძე და ს. ჩოლოყაშვილი. სადგურს შესასვლელი ერთი მხრიდან აქვს.

სადგური, რომელიც მარმარილოთი და გრანიტითაა მოპირკეთებული, 2007 წელს განახლდა. 14 დეკემბერს დასრულებული სამუშაოების დროს, ცვლილება შეეხო, როგორც შესასვლელის, ისე დახრილი გვირაბისა და მოსაცდელი ვესტიბულის დიზაინს; დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის მონიტორები, სარეკლამო ბილბორდები და განახლდა განათების სისტემა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]