ახლო აღმოსავლეთის უნივერსიტეტი
ახლო აღმოსავლეთის უნივერსიტეტი | |
---|---|
| |
დაფუძნდა | 1988 |
ატარებს სახელს | ახლო აღმოსავლეთი |
ტიპი | კერძო |
სტუდენტი | 14 792 |
ქვეყანა | ჩრდილოეთ კვიპროსი |
კავშირები | ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[1] , Anatolian University Libraries Consortium Association[2] და უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია |
http://www.neu.edu.tr |
ახლო აღმოსავლეთის უნივერსიტეტი (NEU; თურქ. Yakın Doğu Üniversitesi) — უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ კვიპროსში. დაარსდა ჩრდილო ნიქოზიაში 1988 წელს, [3] სუატ გუნსელის [4] მიერ. სუატ გუნსელი თურქი კვიპროსელია და უნივერსიტეტის აქციების 100%-ის მფლობელია. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა მისი შვილი, ირფან გუნსელი. [5]
ამჟამად ახლო აღმოსავლეთის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 16 [6][7] ფაკულტეტი 98 [6] დეპარტამენტით, 4 პროფესიული სკოლა,[6][8][3] 2 საშუალო სკოლა [8][9] და 4 სადოქტორო სკოლა [6][10], რომელიც სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებსაც.
NEU უმსხვილესი უნივერსიტეტია ჩრდილოეთ კვიპროსში, უახლესი მონაცემებით ყოველწლიურად საშუალოდ 20 000 სტუდენტი ჰყავს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახლო აღმოსავლეთის უნივერსიტეტი დაარსდა სუატ გუნსელის მიერ 1988 წელს. ფუნქციონირება მხოლოდ ორი ფაკულტეტით დაიწყო და შემდგომში კიდევ დაემატა 14 ფაკულტეტი, ოთხი სადოქტორო სკოლა და 15 კვლევითი ცენტრი. სამედიცინო ფაკულტეტი დაარსდა 2008 წელს.
კამპუსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნივერსიტეტის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება განთავსებულია საუნივერსიტეტო კამპუსში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის კოლეჯი (საბაზო და საშუალო სკოლის დონე), ახლო აღმოსავლეთის დაწყებითი სკოლა და ახლო აღმოსავლეთის საბავშვო ბაღი.[11][12] კამპუსი რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული ნიქოზიის ქალაქიდან და კამპუსამდე მისვლა შესაძლებელია ახლო აღმოსავლეთის ბულვარის გავლით. [13] კამპუსსა და ქალაქს შორის გადაადგილება გადაადგილებისათვის ძირითადად იყენებენ ავტობუსებს, რომელთა განრიგი მოსახერხებელია, მოძრაობენ ქალაქში რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის გონიელში.

კამპუსში მდებარეობს ათათურქის კულტურისა და კონგრესის ცენტრი, რომელიც ჩრდილოეთ ნიქოზიაში უდიდესი დარბაზია, ძირითადი დარბაზის ტევადობა 700 ადამიანია და სცენის ფართი 163,85 კვადრატული მეტრია. ყოველწლიურად დარბაზი მასპინძლობს უამრავ კონგრესს, კონცერტს, ცეკვის წარმოდგენებსა და სხვა კულტურულ ღონისძიებებს, მათ შორის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალს -„კვიპროსის თეატრის ფესტივალი“. ცენტრში კიდევ ოთხი, უფრო პატარა დარბაზია. [14][15] კამპუსში განთავსებულია სამი ამფითეატრი, ხოლო ოთხი ამფითეატრი - დიდ ბიბლიოთეკაში.[16] კამპუსის შემადგენლობაშია სამი მუზეუმი: კომუნიკაციების მუზეუმი, ხელოვნების მუზეუმი და კლასიკური და სპორტული ავტომობილების მუზეუმი.[17]
ახლო აღმოსავლეთის უნივერსიტეტის კლასიკური და სპორტული ავტომობილების მუზეუმი დაარსდა 2007 წელს და მოიცავს 140-ზე მეტ ექსპონატს. დამთვალიერებლებისათვის ინგლისურ და თურქულ ენებზე ხელმისაწვდომია მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც ვიზიტორებს შეუძლიათ გაეცნონ გამოფენაში არსებული ავტომობილების თავისებურებებს.[18]
ფაკულტეტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნივერსიტეტში 16 ფაკულტეტია 98 დეპარტამენტით. ფაკულტეტებია:
- ათათურქის სახელობის განათლების ფაკულტეტი
- არქიტექტურის ფაკულტეტი
- ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტი
- კომუნიკაციების ფაკულტეტი
- სტომატოლოგიის ფაკულტეტი
- ღვთისმეტყველების ფაკულტეტი
- ეკონომიკისა და ადმინისტრირების ფაკულტეტი
- ინჟინერიის ფაკულტეტი
- სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტი
- ჯანდაცვის ფაკულტეტი
- იურიდიული ფაკულტეტი
- საზღვაო მეცნიერებათა ფაკულტეტი
- მედიცინის ფაკულტეტი
- საშემსრულებლო ხელოვნების ფაკულტეტი
- ფარმაციის ფაკულტეტი
- ვეტერინარიის ფაკულტეტი

ახლო აღმოსავლეთის უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტი აკრედიტებულია ფარმაცევტული განათლების აკრედიტაციის საბჭოს (ACPE) მიერ 2014 წლიდან.[19]
აკადემიური პროფილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მედიცინის ფაკულტეტი და საავადმყოფო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008 წელს გაიხსნა სამედიცინო ფაკულტეტი. 2009 წელს კი - საავადმყოფო, რომლის ფართობი 55000 კვადრატული მეტრია. ჰოსპიტალთან ერთად დააფუძნეს კვლევითი ცენტრები, მაგალითად, როგორიცაა ბირთვული მედიცინის კვლევის ცენტრი.[20]
ჰოსპიტალი მკურნალობდა ბევრ ცნობილ ფიგურას, მათ შორის რაუფ დენქტაშს, [21] გაფორმდა ხელშეკრულებები უნივერსიტეტსა და გაგაუზიას შორის, რომლის თანახმადაც გაგაუზიელი პაციენტები მკურნალობენ აღნიშნულ საავადმყოფოში.[22] მედიცინის ფაკულტეტი ჩართულია ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიებში, მათ შორის სკოლებს სთავაზობს მოსწავლეების ჯანმრთელობის შემოწმებას [23] და მოსახლეობას ინვიტრო განაყოფიერების სერვისებს.[24] 2013 წელს ორგანიზაზიამ მიიღო WORLDCOB (საუკეთესო ინსტიტუციური დაწესებულების ჯილდო).[25]
დიდი ბიბლიოთეკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდი ბიბლიოთეკა (ინგლ. Grand library) განთავსებულია 15000 კვადრატულ მეტრ ფართობზე. ბიბლიოთეკაში განთავსებულია 1 მილიონზე მეტი ნაბეჭდი მასალა და 150 მილიონზე მეტი ელექტრონული რესურსი. მის შემადგენლობაშია ოთხი ამფითეატრი, რომელთა საერთო ტევადობა შეადგენს 1000 ადამიანს და მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. [26] 2007 წელს ბიბლიოთეკით ყოველდღიურად სარგებლობდა დაახლოებით 7000 ადამიანი. [27] უნივერსიტეტმა 2019 წელს თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსთან ხელი მოაწერა პროტოკოლს, რომელიც ითვალისწინებს ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების გაზიარებას თურქეთის 1118 ბიბლიოთეკასთან.[28]
სტუდენტური ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნივერსიტეტში ფუნქციონირებს რამდენიმე სპორტული კლუბი და გუნდი, რომლებიც ღიაა სტუდენტებისთვის.[29] ასევე მუშაობს სინქრონიზებული ცურვის გუნდი, რომელიც რეგულარულად აწყობს სპექტაკლებს. [30] გუნდები ასევე მონაწილეობენ თურქეთის ეროვნულ ლიგებში.[31]
უნივერსიტეტში არის ქვეყანაში ერთადერთი ოლიმპიური საცურაო აუზი, რომლის ფართობი 2700 კვადრატული მეტრია. უნივერსიტეტის ცურვის გუნდის წევრებმა მოიპოვეს მედლები თურქეთის ჩემპიონატებში და წარმოადგინეს თურქეთი საერთაშორისო შეჯიბრებებში. აუზზე ცურვის კურსებს 12000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.[32]
2014 წელს გაიხსნა ახალი სპორტული დარბაზი, რომელსაც ეწოდა მზის მანქანა RA 25. [31] კამპუსში ასევე განთავსებულია ჯანმრთელობისა და გამაჯანსაღებელი ცენტრები 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე.[33]
გასართობი ღონისძიებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნივერსიტეტი ყოველწლიურად ატარებს საგაზაფხულო ფესტივალს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ცნობილი თურქი კვიპროსელი, თურქი და საერთაშორისო მომღერლები და ბენდები, იმართება ცეკვის ფესტივალები, სპორტული და სამაგიდო თამაშების შეჯიბრებები. [34] 2014 წელს უნივერსიტეტმა 220000 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე ააშენა უდიდესი პარკი. Deep Purple-ისა და თურქული ბენდების, როგორიცაა Yüksek Sadakat, კონცერტებმა ათიათასობით მაყურებელი მიიზიდა კვიპროსიდან და თურქეთიდან. ფესტივალის ფარგლებში უნივერსიტეტში გამოვიდა მოსკოვის სახელმწიფო ბალეტიც. უნივერსიტეტი ასევე მასპინძლობს ყოველწლიურ როკის ფესტივალს. [35]
უნივერსიტეტი აწყობს NEU Nicosia Carnival-ს დერებოიუს რეგიონში, სადაც სტუდენტები სხვადასხვა ღონისძიებას მართავენ, ადგილობრივები ქუჩებში იკრიბებიან. [36] უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის ყოველ სექტემბერს აწყობს გასვლით აქტივობებს კვიპროსის გარშემო.[37]
სამოქალაქო აქტივიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნივერსიტეტის სტუდენტები ხშირად ატარებენ საქველმოქმედო ღონისძიებებს და აგროვებენ თანხას ქველმოქმედებისთვის, ეხმარებიან მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს, ადგილობრივ ბავშვთა სოფელსა და კიბოთი დაავადებულ პაციენტებს. [38][39][40]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://eua.eu/about/member-directory.html
- ↑ https://web.archive.org/web/20230815060630/https://uye.ankos.org.tr/uyeler/
- ↑ 3.0 3.1 Study In North Cyprus. Study In North Cyprus. ციტირების თარიღი: 2013-07-28
- ↑ Dr. Suat İ. GÜNSEL | Yakın Doğu Üniversitesi. Neu.edu.tr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-11. ციტირების თარიღი: 2013-07-28
- ↑ Assoc. Prof. Dr. İrfan S. Günsel – Near East University I. Neu.edu.tr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-12. ციტირების თარიღი: 2017-03-29
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 Near East University. Top Universities (2013-01-30). ციტირების თარიღი: 2013-07-28
- ↑ Near East University – Mersin – Turkey. MastersPortal.eu. ციტირების თარიღი: 2013-07-28
- ↑ 8.0 8.1 Academics | Yakın Doğu Üniversitesi. Neu.edu.tr. ციტირების თარიღი: 2013-07-28
- ↑ Schools | Yakın Doğu Üniversitesi. Neu.edu.tr. ციტირების თარიღი: 2013-07-28
- ↑ Graduate Schools | Yakın Doğu Üniversitesi. Neu.edu.tr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-21. ციტირების თარიღი: 2013-07-28
- ↑ Yakın Doğu Üniversitesi. Sabah. ციტირების თარიღი: 1 January 2015
- ↑ Near East Kindergarten. Near East University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 1 January 2015
- ↑ İletişim Bilgileri. Near East University. ციტირების თარიღი: 1 January 2015
- ↑ Kıbrıs Tiyatro Festivali başlıyor. Havadis. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 დეკემბერი 2015. ციტირების თარიღი: 1 January 2015
- ↑ Atatürk Kültür ve Kongre Merkezi. Near East University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 1 January 2015
- ↑ Amphitheatres. Near East University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 1 January 2015
- ↑ Museums. NEU. ციტირების თარიღი: 2 January 2015
- ↑ Turan, Burcu; Keser Hafize. Museum Guide Mobile App: The Case Of The Near East University Classical Car Museum, doi:10.1016/j.sbspro.2014.04.117, 2014.
- ↑ ACPE press release.
- ↑ YDÜ hastanesi hasta kabulüne hazırlanıyor. Kıbrıs Postası. ციტირების თარიღი: 2 January 2015
- ↑ Kurucu Cumhurbaşkanı Rauf Denktaş YDÜ Hastanesi'nden taburcu edildi. Kıbrıs Postası. ციტირების თარიღი: 2 January 2015
- ↑ Gagavuzya Özerk Cumhuriyeti'nden ilk hasta bugün YDÜ Hastanesi'ne sevk ediliyor. Kıbrıs Postası. ციტირების თარიღი: 2 January 2015
- ↑ YDÜ Hastanesi, okullarda kulak burun boğaz tarama programı başlatıyor. Kıbrıs Postası. ციტირების თარიღი: 2 January 2015
- ↑ Yakın Doğu Üniversitesi Hastanesi'nden Tüp Bebek müjdesi.... Kıbrıs Postası. ციტირების თარიღი: 2 January 2015
- ↑ YDÜ Hastanesi'ne Dubai'de kurumsal mükemmellik ödülü verildi. Kıbrıs Postası. ციტირების თარიღი: 2 January 2015
- ↑ Grand Library. NEU. ციტირების თარიღი: 2 January 2015
- ↑ İşte Türk'lerin Kütüphanesi. Hürriyet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 2 January 2015
- ↑ YDÜ- TC Kültür Bakanlığı İşbirliği Protokolü Türkiye Basınında. Kıbrıs Postası. ციტირების თარიღი: 2 January 2015
- ↑ Social and Cultural Activities. Near East University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 1 January 2015
- ↑ Yakın Doğu Üniversitesi Su Balesi Takımı'nın muhteşem gösterisi. Kıbrıs Postası. ციტირების თარიღი: 1 January 2015
- ↑ 31.0 31.1 "NEU RA 25" hizmette. BRT. ციტირების თარიღი: 2 January 2015
- ↑ Olimpik Kapalı Yüzme Havuzu. Near East University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 2 January 2015
- ↑ Health and Wellness Center. NEU. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 2 January 2015
- ↑ Yakın Doğu Üniversitesi "Neu Spring Fest 2013" tanıtımı gerçekleştirildi. Kıbrıs Postası. ციტირების თარიღი: 1 January 2015
- ↑ Deep Purple geliyor. Kıbrıs gazetesi. ციტირების თარიღი: 1 January 2015
- ↑ YDÜ Lefkoşa Karnavalı Dereboyu'nda unutulmaz bir gün yaşattı. Kıbrıs Postası. ციტირების თარიღი: 1 January 2015
- ↑ Yakın Doğu Üniversitesi'nde oryantasyon günleri. Kıbrıs Postası. ციტირების თარიღი: 1 January 2015
- ↑ YDÜ İletişim Fakültesi'nden SOS Çocukköyü'nde etkinlik. Kıbrıs Postası. ციტირების თარიღი: 1 January 2015
- ↑ YDÜ BESYO öğrencileri Van'ı unutmadı. Kıbrıs Postası. ციტირების თარიღი: 1 January 2015
- ↑ YDÜ'li öğrenciler umut için kolları sıvadı, vatandaşlardan tam puan aldı. Kıbrıs Postası. ციტირების თარიღი: 1 January 2015