ახვახელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახვახელები (საკუთარი სახელწოდება აშვადო) — ხუნძების მცირერიცხოვანი ეთნოგრაფიული ჯგუფი. ცხოვრობენ დაღესტნის რესპუბლიკაში, ახვახის, სოვეტსკოესა და სხვა რაიონებში. ენა — ახვახური, სალიტერატურო ენა — ხუნძური.

რუსეთის ფედერაციაში 6376 კაცი (2002), მათ შორის დაღესტნის რესპუბლიკაში 6362 (2002).[1] დაახლოებით 2600 ახვახელი ცხოვრობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

ანთროპოლოგიურად, ყოფითა და კულტურით ხუნძებს ენათესავებიან. ძირითადი საქმიანობა ძველთაგანვე — მეცხვარეობა. ახვახელები (ქალები) ნახშირში აზელილი ცვილისა და ბეწვისაგან ამზადებდნენ დაღესტანში ცნობილ ცვილის კოკებს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-02. ციტირების თარიღი: 2010-04-08.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]