ელ-ამარნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ახეტატონი)
ქალაქი
ელ-ამარნა
العمارنة
ქვეყანა ეგვიპტის დროშა ეგვიპტე
კოორდინატები 27°39′42″ ჩ. გ. 30°54′20″ ა. გ. / 27.66167° ჩ. გ. 30.90556° ა. გ. / 27.66167; 30.90556
დაარსდა ძვ. წ. 1346 და ძვ. წ. 1370[1]
ცენტრის სიმაღლე 195±1 მეტრი
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
ელ-ამარნა — ეგვიპტე
ელ-ამარნა

ელ-ამარნა (არაბ. العمارنة) — ქალაქი ეგვიპტეში. კვეთს მდინარე ნილოსი. ქალაქი უძველესი დროიდან უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ეგვიპტის ცხოვრებაში, აქ აღმოჩენილია მრავალი ნივთი და სარკოფაგი. ამჟამად ქალაქი რამდენიმე ნაწილისაგან შედგება, თითოეულ ნაწილში მრავალი ისტორიული ადგილა. ელ-ამარნაში უამრავი მუზეუმია. 58 კილომეტრითაა დაცილებული საგუბერნატოროს ადმინისტრაციულ ცენტრ ელ-მინიას, 312 კილომეტრით კაიროს , 402 კილომეტრით კი ლუქსორს. წარმოადგენს ელ-მინიის მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტს.

აჰეტატონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელ–ამარნაში იყო ამენჰოტეპ IV–ის სატახტო ქალაქი და ატონის კულტურის ცენტრი აჰეტატონი. ეს იყო ერთიანი გეგმით გაშენებული ქალაქი, რომლის ცენტრში იდგა ფარაონის მთავარი სასახლე, ხოლო ჩრდილოეთ მხარეს დედოფალ ნეფერტიტის სასახლე. სასახლეები აგებული იყო ალიზით. ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა არსენალი, საპოლიციო უბანი, სააღლუმო მოედანი, სამხრეთ ნაწილში სასახლის კარის დიდებულთა სახლები, მოქანდაკეთა კვარტალი. მოქანდაკეთა უფროსის თუტმოსის სახელოსნოში აღმოჩნდა ეხნატონის, ნეფერტიტის და მათი ქალიშვილების სკულპტურები. ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობდნენ მოხელეები და ვაჭრები. ნილოსის სანაპიროზე იდგა ბეღლები, ზეგანზე იდგა ნეკროპოლი, რომლის მუშები ცხოვრობდნენ გალავანშემორტყმულ მჭიდრო კვარტალში.

ქალაქის არქეოლოგიური გათხრები 1891 წელს დაიწყ.

არქივი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განლაგებული იყო სახელმწიფო სამდივნოები, სადაც აღმოჩნდა ლურსმნულწარწერებიანი თიხის ფირფიტების მდიდარი არქივი. არქივი შემთხვევით აღმოჩინეს 1887 წელს. არქივი მიეკუთვნება ამენჰოტეპ III–ის და ამენჰოტეპ IV–ის ხანას. არქივში დაცულია ფარაონების დიპლომატიური მიმოწერა ბაბილონის, მითანის, ამურუს, ბიბლოსის მმართველებთან. მიმოწერა ძირითადად აქადურ ენაზეა, რამდნეიმე ტექსტი კი ხეთურ და ხურიტულ ენებზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

=ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Archaeology and Language: The Puzzle of Indo-European OriginsPimlico, 1998. — გვ. 49. — ISBN 0-7126-6612-5