შინაარსზე გადასვლა

ახარისხება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახარისხება — თავდაპირველი გაგებით, ალგებრული მოქმედება, მოცემული a რიცხვის რამდენჯერმე (n-ჯერ) თავის თავზე გამრავლება: a·a·...·a=aⁿ; a რიცხვს ეწოდება ხარისხის ფუძე, n-ს — ხარისხის მაჩვენებელი, aⁿ გამოსახულებას კი — ხარისხი. მაგალითად, 3³=3*3*3=27. რიცხვის მეორე ხარისხს უწოდებენ ამ რიცხვის კვადრატს, ხოლო მესამე ხარისხს — კუბს. ხარისხის ცნებას განიხილავენ იმ შემთხვევაშიც, როდესაც n წარმოადგენს ნებისმიერ ნამდვილ ან კომპლექსურ რიცხვს (იხ. მაჩვენებლიანი ფუნქცია).