ახალციხის მუნიციპალიტეტის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ახალციხის გერბი)
ახალციხის მუნიციპალიტეტის გერბი
დეტალები
დამტკიცდა დამტკიცებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №14 დადგენილებით, 30 მაისი, 2010 წ.
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
ფარი მეწამული მახვილი, ორი მეწამული ჯვარი, ოქროს მწოლიარე ლომი
ფარმჭერები ვერცხლ-მწვანე ბაფთა
დევიზი ახალციხე

ახალციხის მუნიციპალიტეტის გერბიახალციხის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერბის ფარი ჰორიზონტალურად არის ქონგურისებურად გადაკვეთილი 2 ნაწილად.

  • I ნაწილი — ვერცხლის ველზე ჰორიზონტალურად მოთავსებულია მეწამული მახვილი ორი თანმხლები მეწამული ჯვრით.
  • II ნაწილი — ციხის გალავნის აღმნიშვნელ შავკონტურებიან მწვანე ველზე ოქროს მწოლიარე ლომი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „ახალციხე“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]