ახალციხის აქატის საბადოები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალციხის აქატის საბადოები, ტექნიკური აქატის (ქალცედონის) საბადოები. განლაგებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ახალციხის ქვაბულში სოფლების, ბოგის და გიორგიწმინდის ახლოს.

სივრცობრივად დაკავშირებულია შუაეოცენურ ვულკანოგენურ წყებასთან, საკუთრივ, ამ წყების ანდეზიტურ ჰორიზონტთან. გამოიყოფა აქატშემცვლელი ქანების ორი ზოლი — დეპრესიის ჩრდილოეთი (შურდოს საბადო) და სამხრეთი (პამაჯ-ზიარეთის საბადო) ნაწილში. ახალციხის აქატის საბადოებზე ძირითადად მოიპოვებენ მკვრივ ქალცედონს, ქარგიანი (ზოლებიანი) აქატი შედარებით იშვიათია. ეს მინერალები ჩრდილოეთ ზოლში სეკრეციული წარმოშობის ჟეოდების სახით გვხვდება, სამხრეთით — ჟეოდებისა და მილისებრი სხეულების სახით.

მუშავდება 1933-იდან. იყენებენ ზუსტი ხელსაწყოების, მ. შ. საათების, წარმოებასა და საიუველირო საქმეში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]