ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საფარა
ეპარქიის რუკა

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია — ეპარქია სამხრეთ საქართველოში, ისტორიული სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მოიცავს: ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საისტორიო ტრადიციის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე პირველი საეპისკოპოსო კათედრა სწორედ ამ მხარეში დაუარსებია წმინდა მოციქულს, ანდრია პირველწოდებულს. კომუნისტური მმართველობის დროს აქ ჩაკვდა საეკლესიო ცხოვრება, მხოლოდ 1979 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გახდა შესაძლებელი ახალციხისა და მესხეთ-ჯავახეთის ეპარქიის დაარსება ყოფილი აწყურისა და კუმურდოს ეპარქიების ბაზაზე. აღდგენილი ეპარქიის მეთაურობა დაევალა ჯერ ეპისკოპოს ქრისტეფორეს, შემდეგ ეპისკოპოს ამბროსის (ქათამაძე), რომლის შემდეგ სამწყსოს მეთაურობდა ეპისკოპოსი ანანია (ჯაფარიძე).

აღნიშნული სახელწოდება ეპარქიამ 1995 წლის აპრილამდე შეინარჩუნა. შემდეგ მესხეთ-ჯავახეთის ეპარქია გაიყო და ჩამოყალიბდა ახალციხისა და ბორჯომ-ახალქალაქის ეპარქიები. ახლად ჩამოყალიბებული ახალციხის ეპარქიის მღვდელმთავრად დაინიშნა ეპისკოპოსი სერგი (ჩეკურიშვილი) (1995-1997 წწ.), 1998 წლიდან ეპარქიას მართავდა ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), ხოლო 1999 წლიდან ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარია მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე.

2002 წლის 17 ოქტომბრიდან წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ეპარქია აერთიანებს ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთს, რომლებიც ამჟამად საქართველოს აღარ ეკუთვნის. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ახალქალაქისა და კუმურდოს, ბორჯომისა და ბაკურიანის, დასავლეთიდან სხალთის, ჩრდილოეთიდან ვანი–ბაღდათის, შემოქმედის და მარგვეთისა და უბისის ეპარქიები, სამხრეთიდან კი ესაზღვრება თურქეთი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ. 2013

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]