ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ახალქალაქის გერბი)
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გერბი
დეტალები
დამტკიცდა დამტკიცებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №94 დადგენილებით, 6 ივლისი, 2010 წ.
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
ფარი მწვანე მთა, მეწამული ჰერალდიკური ჯვარი, ოქროს ძნა, სამი ვერცხლის ყაბიწი
ფარმჭერები ვერცხლ-მწვანე ბაფთა
დევიზი ახალქალაქი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გერბიახალქალაქის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერბის ფარი გადაკვეთილია და ქვემოთ გაკვეთილი, იყოფა სამ ნაწილად.

  • I ნაწილი — ვერცხლის ველზე გამოსახულია მწვანე მთა, რომლის ზემოთ მოთავსებულია მეწამული ჰერალდიკური ჯვარი;
  • II ნაწილი — მეწამულ ველზე ოქროს ძნა.
  • III ნაწილი — ლაჟვარდის ველზე მარჯვნიდან მარცხნივ ეშვება სამი შემცირებული ვერცხლის ყაბიწი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „ახალქალაქი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]