შინაარსზე გადასვლა

ახალქალაქის განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალქალაქის განძი — ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლო მეოთხედის ბრინჯაოს ნივთების განძი (11 ცენტრალურ-ამიერკავკასიური და 4 კოლხური ცული, ასიოდე კგ ბრინჯაოს ზოდები). აღმოჩნდა 1908 წელს სოფ. ახალქალაქში (კასპის რაიონი). როგორც ჩანს, ლითონის მდნობელის განძი უნდა იყოს და ამ მხარეში მელითონეთა სახელოსნოს არსებობის მაჩნევებლად შეიძლება მივიჩნიოთ. ახალქალაქის განძი მნიშვნელოვანია აგრეთვე კოლხური ცულების გავრცელებისა და კოლხური და აღმოსავლური ქართული ბრინჯაოს კულტურების ურთიერთობის შესწავლის თვალსაზრისით.