ახალსოფლის წმინდა ელიას ეკლესია
იერსახე
ახალსოფლის წმინდა ელიას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის დასავლეთით, 4 კილომეტრზე, ელიანთ გორაზე. ეკლესია დარბაზული ყოფილა. ნაგები იყო ნატეხი ქვითა და რიყის ქვით. ძეგლი დანგრეულია. აღმოსავლეთით ჩანს აფსიდის კვალი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კუპრეიშვილი ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 361.