ახალსოფლის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალსოფლის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის და სუქითის მთის შუა მდებარე სახნავი მიწების ტერიტორიაზე. თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით და გვიანდელი ბრინჯაოს ხანით. 1946 წელს, არხის გაყვანისას გამოვლინდა ცალკეული ნასახლარი ბუდეები. ძეგლზე მოპოვებული მასალა ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]