ახალსოფლის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალსოფლის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მახლობლად, ბაბაშვილების ვენახში.

კოშკი სათავდაცვოა, გეგმით სწორკუთხა. დანგრეულია. შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლის ფრაგმენტები. ჩრდილოეთ კედელში ჩანს შესასვლელის კარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]