ახალსოფლის დავითგარეჯის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალსოფლის დავითგარეჯის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (13,2X7,3 მ) ნაგებია ყორე ქვით. გამოყენებულია შირიმიც. დაზიანებულია: ჩაქცეულია გადახურვა, მონგრეულია კედლების ზედა ნაწილი. შესასვლელი სამია - დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლები ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებშიცაა. აღმოსავლეთ სარკმლის ორივე მხარეს თითო ფართო, ოთხკუთხა ნიშაა, აფსიდის მხრებზე შემორჩენილია სატრიუმფო თაღის ქუსლები. აფსიდის ჩრდილოეთ მხართან კი, კანკელის ნაშთი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]