ახალსოფლის ბაბაანთ კოშკი და ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალსოფლის ბაბაანთ კოშკი და ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მიდამოებში, ბაბაშვილების ვენახში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ორივე ნაგებობა ნაშენია ნატეხი და ყორე ქვით, კირის ხსნარზე. კოშკი გეგმით კვადრატულია (6x6 მ) შემორჩენილია სამი სართულის სიმაღლეზე. ჩაქცეულია სართულშუა გადახურვები, რომლებიც გამართული ყოფილა ხის კოჭებზე (შემორჩენილია ბუდეები) შესასვლელი პირველ სართულზეა, სამხრეთ კედელში. კარი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან თაღოვანი, სართულის დანარჩენ კედლებში თითო სათოფურია. სათოფურები დანარჩენ სართულებზეცაა. კოშკის სამხრეთ მხრიდან მიდგმული აქვს პატარა დარბაზული ეკლესია, რისგანაც მხოლოდ აღმოსავლეთის ნახევარიღაა შემორჩენილი (სიგრძე 2,5 მ) აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, სწორკუთხა სარკმლით და მის ორსავე მხარეს მოწყობილი თითო სწორკუთხა ნიშით. აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილი იყო ფართო პილასტრებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]